Thumbnail
  • გიორგიმ ვაისს ნაკრებში მისი გამოძახებისგან თავის შეკავება თავად სთხოვა
  • სარაგოსას სანაკრებო პაუზის პერიოდში მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ვლადიმირ ვაისის გუნდს ოქტომბრის შეხვედრებში არ დაეხმარება. ყოველ შემთხვევაში, სლოვაკი სპეციალისტის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ სანაკრებო სიაში სარაგოსას 24 წლის ფეხბურთელის გვარი არ აღმოჩნდა და ამის მიზეზი ტრავმა არაა. 

მეტი ამ თემაზე: ხარაიშვილი გამოძახებულია! ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში, 12 ოქტომბერს თბილისში ირლანდიას უმასპინძლებს, 15-ში კი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.

როგორც ესპანური მედია იუწყება, გიორგიმ თავად მიმართა ვლადიმირ ვაისს თხოვნით, რომ მისი გამოძახებისგან ამჯერად თავი შეეკავებინა. როგორც ირკვევა, სლოვაკი სპეციალისტი ფეხბურთელის თხოვნას გაგებით მოეკიდა.

გიორგი ირლანდიასა და გიბრალტართან მატჩებისთვის ნაკრებში არ იქნება

სარაგოსა მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ის ერთადერთი გუნდია, რომელსაც წაგება არ აქვს. ვიქტორ ფერნანდესის გუნდმა ჩატარებული 7 მატჩიდან 4 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა და 15 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია უკავია.

პაპუნაშვილის გუნდს სანაკრებო პაუზის პერიოდში მატჩები შინ მალაგასა და კადისთან, სტუმრად კი ნუმანსიასა და ფუენლაბრადასთან უწევს და გუნდის რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გაშვება ნაკრებებში უწევს. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გიორგიმ სარაგოსას გვერდში დგომა ამჯობინა.

გიორგის დახმარება სარაგოსას ახლა განსაკუთრებით სჭირდება

გიორგი პაპუნაშვილს სარაგოსაში სათამაშო დრო არცთუ ხშირად ეძლევა. ქართველმა ნახევარმცველმა გუნდის სულ სამ შეხვედრაში ითამაშა და ისიც შეცვლაზე. 

24 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და ერთი საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები