Thumbnail
  • ქართველი ჩოგბურთელი ATP-ს სახალისო ვიდეოში მოხვდა
  • ბასილაშვილის ეპიზოდი ჰამბურგში მოგებულ ტურნირს უკავშირდება

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს მიერ გამოქვეყნებულ სახალისო ვიდეოში მოხვდა. წარმოდგენილ კრებულში ჩაფლავებული მოწოდებებია თავმოყრილი, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები ბურთს კორტს რამდენიმე მეტრით აცილებენ, რამდენიმე შემთხვევაში კი, ჩოგანი ხელიდან უვარდებათ.

აღნიშნულ ვიდეოში რაფაელ ნადალის, ნოვაკ ჯოკოვიჩის, როჯერ ფედერერის და სხვათა კომპანიაში ბასილაშვილიც გამოერია, რომელსაც მოწოდება გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ შეჯიბრზე, ურუგვაელ პაბლო კუევასთან მატჩში გაუცუდდა.

ცნობისთვის, ნიკამ ის თამაში 7:6 (8:6), 6:4 მოიგო, მოგვიანებით კი სრულიად ტურნირზეც იმარჯვა და კარიერაში პირველი ATP-ს ტიტულის მფლობელი გახდა. ამჟამად, ბასილაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმყოფება, სადაც ხვალ, მერვედფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები