Thumbnail
  • ქართველი ცენტრი საკრამენტოს წინააღმდეგ ითამაშებს
  • გოგას პირველი ოფიციალური მატჩი 23 ოქტომბერს ელის

გოგა ბითაძის პეისერსში დებიუტამდე ორიოდ დღე რჩება. ინდიანელებმა დღეს დილით გეზი ინდოეთისკენ აიღებს და 16-საათიანი ფრენის შემდეგ მუმბაიში ჩავიდნენ, სადაც ნბა-ს ახალი სეზონისთვის მზადების ციკლს გაივლიან.

ხვალ, ინდოეთში პეისერსის წინასასეზონო კემპი ოფიციალურად გაიხსნება, 4 და 5 ოქტომბერს კი, გოგას გუნდი საკრამენტო კინგსთან მოსამზადებელ მატჩებს ჩაატარებს.

Indiana Pacers in India

📍 India, Mumbai 🇮🇳🏀 #NBAIndiaGames

Posted by Goga Bitadze on ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი, 2019

სავარაუდოა, რომ ბითაძეს პირველ შეხვედრაში საკმაო დრო დაეთმობა, რადგანაც მწვრთნელ ნეიტ მაკმილანს მაილს ტერნერის და დომანტას საბონისის დასვენება აქვს გადაწყვეტილი.

ცნობილია, რომ ამერიკაში დაბრუნებული პეისერსი 11 ოქტომბერს ჩიკაგო ბულსს შეხვდება, ხოლო 15 ოქტომბერს – მინესოტას. რეგულარული სეზონის პირველ მატჩში, 23 ოქტომბერს, ინდიანელები დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდებიან.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები