Thumbnail
  • ბერნარდო სილვამ თანაგუნდელი არაქისის შოკოლადის თილისმას შეადარა
  • პორტუგალიელ ფეხბურთელს 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ბრალი წაუყენა მანჩესტერ სიტის ნახევარმცველ ბერნარდო სილვას, მიზეზი კი, ბევრისთვის გაუგებარი და ამავდროულად ღიმილის მომგვრელია.

25 წლის ფეხბურთელს 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთი შეხედვით უწყინარი ტვიტის გამო ემუქრება, რომელიც მან თანაგუნდელ ბენჟამენ მენდის მიუძღვნა და თავად ფრანგის მოწონებაც გამოიწვია.

ბერნარდო სილვას ეს ტვიტი სოციალურ ქსელში უკვე წაშლილია

სილვამ მენდის პატარაობის ფოტო არაქისის შოკოლადის მწარმოებელი ესპანური ბრენდის თილისმასთან ერთად გამოაქვეყნა და მსგავსებაზე მიანიშნა, ხუმრობამ ბენჟამენიც გაამხიარულა, საფეხბურთო ასოციაციამ კი პორტუგალიელს რასისტული გამოხტომა დააბრალა და გამოძიება დაიწყო.

ინგლისური ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის განცხადებით, სილვამ თანაგუნდელის კანის ფერზე მიანიშნა, რაც აკრძალულია და მკაცრად ისჯება.

ახლა, ბერნარდოს თავის მართლებისთვის გარკვეული დრო აქვს, 9 ოქტომბრამდე კი, თავისი ქმედებას დამაჯერებელი ახსნა-განმარტება უნდა მოაყოლოს.

საინტერესოა, რომ თავად მენდიმ საფეხბურთო ასოციაციას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ მენდი მისი მეგობარია და სახუმარო ტვიტი არ სწყენია.

პორტუგალიელი და ფრანგი ფეხბურთელები მართლაც ძველი ნაცნობები არიან, რადგანაც 2016 წლიდან ჯერ კიდევ მონაკოს მაისურით თამაშობდნენ და პრემიერლიგასაც დაახლოებით ერთ პერიოდში მიაშურეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები