Thumbnail
  • ტურინის იუვენტუსთან განშორების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრი უსაქმოდაა
  • 52 წლის მწვრთნელის მომავალს მანჩესტერ იუნაიტედსა და მილანს უკავშირებენ

ტურინის იუვენტუსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, ზაფხულიდან მოყოლებული, უსაქმოდაა და ბუნებრივია, 52 წლის იტალიელი სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით მედიაში სპეკულაციები ხშირია.

სულ ახლახან The Guardian დაიწერა, რომ ალეგრი ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობით დაინტერესებულია და შესაძლოა, სულ მალე ის მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვიხილოთ. წყარო იუწყება, რომ იტალიელი ინგლისურ ენას უკვე სწავლობს, რათა იუნაიტედიდან ოლე გუნარ სულშერის გაშვების შემთხვევაში, მისი ადგილი დაიკავოს.

ოლე გუნარ სულშერი მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგთა მოლოდინს ვერ ამართლებს

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 7 ტურის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს სულ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს. 3 ოქტომბერს სულშერის გუნდი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში აზ-ს დაუპირისპირდება.

მანჩესტერ იუნაიტედი ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც მასიმილიანოს მომავალს უკავშირებენ. მანამდე დაიწერა, რომ სპეციალისტის მიწვევაზე მის სამშობლოში, კონკრეტულად კი მილანშიც ფიქრობენ, სადაც ალეგრის წარსულში უკვე უმუშავია. "როსონერიში" წლის ბოლომდე მფლობელის შეცვლას ვარაუდობენ, მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებით კი კლუბის პოტენციური მყიდველები არიან დაინტერესებულნი

მარკო ჯამპაოლოს მილანმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო - ბოლოს, შინ ფიორენტინასთან

მარკო ჯამპაოლოს მილანი სერია A-ში ძალიან ცუდად გამოდის - გუნდმა 6 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 4 კი წააგო და 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.

თავის მხრივ, Corriere dello Sport ამტკიცებს, რომ მასიმილიანო ალეგრი ჯერჯერობით არც მანჩესტერ იუნაიტედში აპირებს მისვლას და არც - მილანში. როგორც ირკვევა, სპეციალისტს მომავალი წლის ზაფხულამდე დასვენება აქვს გადაწყვეტილი. 

მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსს 2014-19 წლებში წვრთნიდა და გუნდს ზედიზედ ხუთჯერ სერია A მოაგებინა, ასევე - ოთხი იტალიის თასი და ორი იტალიის სუპერთასი. სპეციალისტი მანამდე მილანს წვრთნიდა - 2010-14 წლებში და მასთან ერთად ქვეყნის თითო ჩემპიონობა და სუპერთასის მოგება იზეიმა. ალეგრის მხოლოდ იტალიურ კლუბებში აქვს ნამუშევარი. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები