Thumbnail
  • 📅 3 ოქტომბერი | ⌚ 09:15 | 🏉 საქართველო V ფიჯი | პირველი არხი
  • 'ბორჯღალოსნები' აქცენტს ძალისმიერ თამაშზე გააკეთებენ, ფიჯელებს რეაბილიტაცია სურთ
  • გამარჯვებული 2023 წლის მსოფლიო თასის ავტომატურ საგზურს მიიღებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები იაპონიის ქალაქ ოსაკაში იმყოფებიან, სადაც ხვალ დილით, თბილისის დროით 09:15 საათიდან ფიჯის დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო თასის წილისყრის დღიდანვე ცნობილი იყო, რომ მიმდინარე ტურნირზე ქართველი მორაგბეების უმთავრესი მიზანი 2 თამაშის მოგება იქნებოდა. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა 29 სექტემბერს ურუგვაის 33:7 სძლიეს და საქმის ნახევარი გააკეთეს, ახლა კი, უფრო რთული გამოცდა ელით.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” აღნიშნულ მატჩამდე უელსთან 14:43 წააგეს, იაპონიაში დიდი იმედებით ჩასულ იაპონელებს კი დიდი იმედგაცრუება ელოდათ. ჯონ მაკ’ქის ბიჭებმა ავსტრალიასთან 21:39 წააგეს და ეს კიდევ ასატანი იყო, აი, ურუგვაისთან ფიასკოს (27:30) კი ახსნა ვერავინ მოუძებნა.

მომავალი შერკინების გამარჯვებული დიდი ალბათობით, ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს და ეს 2023 წლის მსოფლიო თასის ავტომატური საგზურის მიღების ტოლფასი იქნება, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ მწვრთნელებმა უძლიერესი შემადგენლობები დაასახელეს.

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში ოსაკაში

საინტერესოა, რომ რომ საქართველოს შერკინების ხაზში, ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ერთბაშად 7 მორაგბე შეიცვალა და ნაკრები თამაშს იმ ფორვარდებით დაიწყებს, რომლითაც ექვსი ერის გამარჯვებულ უელსს ეთამაშა.

აღნიშნული მოულოდნელი ნამდვილად არ გახლავთ, რადგანაც ფიჯისთან მატჩში “ბორჯღალოსანთა” შესაძლო ტაქტიკის შესახებ წინდაწინვე იყო ცნობილი. როგორც მილტონ ჰეიგი, ასევე მისი შეგირდები არ მალავენ, რომ კუნძულელებთან გახსნილი თამაში არ იქნება, აქცენტი შერკინებასა და მოლზე გაკეთდება, ამ საქმეში კი ფორვარდებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

შესაბამისად, პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში, ზედიზედ მესამე თამაშს დაიწყებს ძირითადში კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე გაირჯებიან, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

პირველი ხაზის მარქაფაში ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და მსოფლიო თასზე 2 ლელოს ავტორი ლევან ჩილაჩავა არიან. მათ გარდა მორკინალებიდან თადარიგში ოთარ გიორგაძეს და ბექა საღინაძეს ვხედავთ.

დიდი როტაციაა ფიჯელთა შემადგენლობაშიც. იმ სასტარტო რაზმიდან, რომელმაც ურუგვაისთან თამაში დაიწყო, ადგილები მხოლოდ მანასა საულომ, ლეონე ნაკარავამ, ნდომი ვანქანი’მბუროტუმ და სემი რანდ’რანდ’რამ შეინარჩუნეს, საერთო ჯამში კი, 13 ისეთი მორაგბე მივიღეთ, რომლებიც პირველ ტურში ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და მრისხანე მეტოქეს პირველი ტაიმიც კი მოუგეს.

კუნძულელთა რიგებში კარგი სიახლე ისაა, რომ გამოჯანმრთელება მოასწრო ფრანგული კლერმონის მესამეხაზელმა პეთელი იატომ. მან ავსტრალიასთან მხოლოდ 25 წუთი ითამაშა, თუმცა, ტრავმის მიღებამდე ბურთით 81 მეტრი იარა და ლელოს ავტორიც გახდა. სათქმელია ისიც, რომ იატო “ვოლაბებთან” შვიდ ნომერზე იდგა, ამჯერად კი, 8 ნომრის პოზიციაზე ითამაშებს.

“მფრინავი ფიჯელების” კაპიტანი ხსენებული ვანქანი’მბუროტუ იქნება, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო თასზე ორივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, გუნდის ზელანდიელი მწვრთნელი მის ფიზიკურ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებულია. თავის მხრივ, “ბორჯღალოსნებს” მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს, რომელმაც აგვისტოში სამხრეთაფრიკულ საუზერნ კინგსთან მატჩში ტრავმა მიიღო, მოედანს ურუგვაისთან მატჩში მარქაფიდან დაუბრუნდა, ახლა კი, მოედნის ცენტრში დავით კაჭარავას შეუწყვილდება.

მსოფლიო რაგბის საიტმა მომავალი მატჩი უკვე მონათლა 2 სარაგბო კულტურის დაპირისპირებად: ერთის მხრივ სწრაფ, ლაღ თამაშზე ორიენტირებული "მფრინავი ფიჯელები" და მეორეს მხრივ უძლიერესი ფორვარდებით გამორჩეული საქართველო, რომელსაც ჯანსა და გამძლეობაში ნებისმიერი მეტოქის დაჩაგვრა შეუძლია.

საინტერესოა, რომ როგორც საქართველოს, ასევე ფიჯის მიმდინარე შეჯიბრზე შვიდ-შვიდი ლელო აქვთ დადებული, რაც “ბორჯღალოსნებისთვის” სარეკორდო მაჩვენებელია (უწინდელი მიღწევა – 5 ლელო 2007 და 2015 წლებს უკავშირდებოდა), ფიჯელებს კი ყველაზე კარგად 2015 წელი ახსენდებათ, როდესაც 10 ლელო მიითვალეს.

ცნობისთვის, საქართველოს და ფიჯის ნაკრებებს აქამდე 3-ჯერ უთამაშიათ და მინიმალური უპირატესობა კუნძულელთა მხარესაა. ფიჯელებს პირველად 2012 წელს თბილისში გავეჯიბრეთ, სტუმრებს ლელოებში 1:2 ჩამოვრჩით და დაძაბული შეხვედრა 19:24 წავაგეთ.

იმ მატჩში ჩვენებურთაგან ერთადერთი ლელო დავით ხინჩაგიშვილმა დადო, მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა და 4 ჯარიმა მიითვალა. სამოელთა ლელოები ილიესა რატუვას და ვერენიკი გონევას ანგარიშზეა, ჯონეტანი რალულუს აქტივში კი გარდასახვა და 4 ჯარიმა გახლდათ.

რევანში 2016 წელს შედგა და თანაც სტუმრად – სუვაში, სადაც ბორჯღალოსნებმა 14:3 მოიგეს. შეხვედრაში ერთადერთი ლელო ლაშა ხმალაძემ მე-2 ტაიმის სტარტზე მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა 3 ჯარიმა წაამატა. თავის მხრივ, ფიჯელები ბენ ვოლავოლას კინკილა ჯარიმას გამორჩნენ.

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

📸 | 'ბორჯღალოსნები' ოსაკის სკოლაში

გასული წლის ზაფხულში, ქართველები “მფრინავ ფიჯელებს” წყნარი ოკეანის თასის ეგიდით ესტუმრნენ, მეორე ტაიმში 4 ლელო მიიღეს და 15:37 დამარცხდნენ. ბორჯღალოსანთა მხრიდან ლელოები ვიტო კოლელიშვილმა და სანდრო თოდუამ დადეს, სოსო მათიაშვილის აქტივში კი გარდასახვა და ჯარიმა იყო. ფიჯელთა ლელოები ჰენრი სენილოლიმ (2), იალე ვატუბუამ, ფრანკ ლომანიმ (2) და სემი რადრადრამ მიითვალეს, ნემანი ნადოლომ მათგან 2 გარდასახა და 1 ჯარიმაც შეაგდო. 

დასასრულ, ერთი საინტერესო დეტალიც. თუკი საქართველოს ნაკრები ფიჯის 15 ქულაზე მეტით დამარცხება მოახერხებს, მსოფლიო რაგბის რეიტინგში 2.21 ქულას შეიმატებს, არგენტინას გადაასწრებს და პირველად ისტორიაში მოწინავე ათეულის წევრი გახდება. მცირე ანგარიშით მოგების შემთხვევაში, “პუმებთან” ჩამორჩენა მხოლოდ 0.26 ქულა იქნება...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები