Thumbnail

PREVIEW | კონტეს ახალი ინტერი კამპ ნოუზე ბარსას დაუპირისპირდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 2 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V ინტერი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ინტერი კამპ ნოუს რომელუ ლუკაკუს გარეშე ეწვია...

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ბარსელონა ანტონიო კონტეს ინტერს უმასპინძლებს და იტალიელებთან მოგებით ვალვერდეს გუნდი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდება, ჯგუფში, სადაც გასულ ტურში ორივე მატჩი ფრედ მორჩა და ოთიხვე გუნდს 1 ქულა აქვს.

ბარსადან ინტერთან მატჩს ფატი, უმტიტი და ჯორდი ალბა გამოტოვებენ, ასევე საეჭვოა მოედანზე ლიონელ მესის და დემბელეს გამოჩენაც. რაც შეეხება ინტერს, ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდის ახალწვეული და ლიდერი - რომელუ ლუკაკუ მილანში დარჩა.

ანტონიო კონტე: "ლუკაკუ ჩვენთან ერთად არ არის, რადგან კუნთის პრობლემა აწუხებს... უკვე 10 დღეა და არ გვინდოდა გაგვრეისკა. წინ რთული და ხანგრძლივი სეზონის გველის და ჯანმრთელი ლუკაკუ ძალიან გვჭირდება."

ერნესტო ვალვერდე: "ინტერი ძალიან შეიცვალა - ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები, ახალი სათამაშო სისტემა. სეზონიც კარგად დაიწყეს და ძალიან რთულ მატჩს ველი, ამ ინტერს იმ ინტერთან საერთო არაფერი აქვს, როემლსაც ჩვენ ვეთამაშეთ, ეს სხვა გუნდია."

ინტერთან მატჩამდე ანტუან გირზმანმაც ისაუბრა - "ჯერ კიდევ დრო მჭირდება, ზოგჯერ თამაში ჩემ თავზე უნდა ავიღო, ფლანგზეც კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ თამაში უნდა გამოვასწორო, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებ." - ამბობს ფრანგი.

საინტერესო ფაქტები

⚽ ინტერის ალექსის სანჩესი ბარსაში 2011-14 წლებში თამაშობდა, სადაც 88 მატჩში 39 გოლის გატანა შეძლო.

⚽ ბარსამ ინტერს ბოლო 4 ურთიერთშეხვედრიდან ოთხივე მოუგო...

⚽ ინტერს ესპანურ გუნდებთან გასვლაზე 19 მატჩიდან, მხოლოდ 3 მოიგო...

⚽ სუარესმა შაბათს ლა ლიგის ტურში პირველი გოლი გაიტანა, ბოლო 5 მატჩში სადაც ურუგვაელი იტანს ბარსა იმ თამაშს 2 ბურთიანი უპირატესობით იგებს.

⚽ ბარსამ ლიგაზე ბოლო 10 მატჩიდან, ცხრაში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა...

კომენტარები

ბოლო ამბები