Thumbnail

ტოჩინოშინი და რაგბი - ქართველი ოძეკი უელსთან ბორჯღალოსნების მატჩს დაესწრო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი საქართველო-უელსის შეხვედრას დაესწრო
  • ქართველი ოძეკი ბორჯღალოსნების გამორჩეული ფანია

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) იაპონიაში მიმდინარე სარაგბო მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო მატჩში "ბორჯღალოსნები" უელს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 14:43 დამარცხდნენ. ტოიოტაში გადაღებული ფოტოები ტოჩინოშინმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

31 წლის ლევან გორგაძემ სამწუხაროდ, ვერ შეძლო სექტემბრის ბაშოზე ოძეკის ტიტულის დაცვა, რომელსაც ოფიციალურად ოქტომბრის ბოლოს დაკარგავს, თუმცა მას ჩემპიონის რანგის დაბრუნების შანსი ნოემბრის ბაშოზე მიეცემა, თუ 15-დან 10 ორთაბრძოლას მაინც მოიგებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები