Thumbnail
  • რონალდომ ლიგაზე ზედიზედ მე-14 სეზონში გაიტანა
  • 698-ე გოლი პროფესიულ კარიერაში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ტურინის იუვენტუსმა ლევერკუზენს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 3:0. D ჯგუფში იუვეს ატლეტიკოსთან ერთად 4-4 ქულა აქვს.

რონალდოს გოლი ლევერკუზენის კარში

ამ მატჩის 89-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ პაულო დიბალას პასით მასპინძელთა მესამე გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაუტანა ლევერკუზენს. გერმანული კლუბი კი 33-ე მსხვერპლია რონალდოსთვის ამ ტურნირზე. ამით კრიშტიანომ რაულ გონსალესის რეკორდი გაიმეორა, აქამდე მხოლოდ რეალის ლეგენდას ჰქონდა ლიგაზე 33 კლუბის კარში გოლი გატანილი.

კრიშტიანომ ლეო მესის გაუსწრო, რომელსაც 32 კლუბისთვის აქვს ლიგაზე გატანილი. სულ ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიელის ანგარიშზე 127 გოლია!

მეტი ამ თემაზე:

ეს გოლი კრიშტიანოს კარიერაში 698-ეა. ისე, კრიშტიანო გერმანელებს ყველაზე მეტად ერჩის:

ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანომ გერმანულ კლუბებს 27 გოლი (25 თამაშში) გაუტანა. არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია ამდენი, რომელიმე ერთი ქვეყნის კლუბებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე

იუვენტუსი 3:0 ლევერკუზენი

გოლები: 1:0 იგუაინი (17), 2:0 ბერნარდესკი (62), 3:0 რონალდო (89)

სხვა მატჩები

ცრვენა ზვეზდა 3:1 ოლიმპიაკოსი
გალათასარაი 0:1 პსჟ
ლოკომოტივი მოსკოვი 0:2 ატლეტიკო
მანჩესტერ სიტი 2:0 დინამო ზაგრები

კომენტარები

ბოლო ამბები