Thumbnail
  • ტოტენჰემი 2:7 ბაიერნი
  • 1:0 - სონი (12), 1:1 - კიმიხი (15), 1:2 - ლევანდოვსკი (45), 1:3 - გნაბრი (53), 1:4 - გნაბრი (55), 2:4 - კეინი (61/პენ), 2:5 - გნაბრი (83), 2:6 - ლევანდოვსკი (87), 2:7 - გნაბრი (88).

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში, მაურისიო პოჩეტინოს ტოტენჰემ ჰოთსპური მიუნხენის ბაიერნთან ახალ სტადიონზე - 2:7 განადგურდა და ორი ტურის შემდეგ ლონდონელების ჯგუფში 1 ქულით მესამე ადგილს იკავებენ.

1:0 - სონი (12)

შეხვედრაში ანგარი სპურსის სამხრეთ კორეელმა ლეგიონერმა - სონმა გახსნა, რომელიც ბაიერნს და გერმანულ ფეხბურთს ბუნდესლიგიდან ძალიან კარგად იცნობს.

1:1 - კიმიხი (15)

სონის გოლიდან მალევე, ტოტენჰემს საყრდენის პოზიციაზე მოთამაშე ჯოშუა ხიმიკხმა შორეული დარტყმით გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.

1:2 - ლევანდოვსკი (45)

ბაიერნი პირველი ტაიმის მიწურულს კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა - რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა და ზედიზედ მეცხრე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

1:3 - გნაბრი (53)

მეორე ტაიმი ტოტენჰემმა სუსტად დაიწყო, რასაც სერჟ გნაბრის დუბლი მოჰყვა, პირველი გოლი გერმანელმა 53 წუთზე გაიტნა, მეორე კი ზუსტად 2 წუთში!

1:4 - გნაბრი (55)

გნაბრიმ დღეს ტოტენჰემი მარცხენა ფლანგიდან აიკლო - ყოფილმა არსენალელმა ძველ მეტოქეს დუბლის შემდეგ მესამე გოლიც გაუტანა.

2:4 - კეინი (61/პენ)

სხვაობის შემცირება სპურსის ევროთასებზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ჰარი კეინმა შეძლო, რომელმაც დენი როუზის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად დაარტყა.

2:5 - გნაბრი (83)

საშინლად გამოიყურებოდა დღეს სპურსის მარჯვენა მცველი სერჟი ორიე, რომელიც გნაბრიმ მთელი მატჩის მანძილზე, ყველა ეპიზოდში დაჩაგრა და საბოლოოდ გერმანელმა მეოთხეც გაიტანა.

2:6 - ლევანდოვსკი (87)

'ლევამ' და კოუტინიომ 3 შემტევით გაძლიერებული ტოტენჰემი უკანა ზახში არ დაინდეს და ლონდონელებს მეექვსეც გაუტანეს.

2:7 - გნაბრი (88)

საბოლოოდ ტოტენჰემის წამება სერჟ გნაბრის პოკერით დასრულდა! ყოფილმა ჩრდილო ლონდონელმა, ყოფილ მეზობლებს ისტორიული საღამო მოუწყო და მის გვარს უაით ჰარტ ლეინზე კიდევ დიდხანს გაიხსენებენ.

ტოტენჰემის ქაოტურად დაწყებული სეზონი, ისევე ქაოტურად მიმდინარეობს, როგორი სატრანსფერო ფანჯარაც ჰქონდათ - გუნდში მომხდარი ცვლილებებით უკმაყოფილო მაურისიო პოჩეტინო მართალი აღმოჩნდა - კირან ტრიპიე ატლეტიკოში გაყიდეს, ორიეს იმედად... დაცვის მარჯვენა ფლანგზე დღეს რაც მოხდა კი გნაბრის პოკერით ყველამ ნათლად ვნახეთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ კეინს გერმანული გუნდების წინააღმდეგ 5 გოლი აქვს გატანილი, ყველაზე მეტი სხვა ქვეყნის გუნდებთან შედარებით.

⚽ ლევანდოვსკის წელს 10 მატჩში, უკვე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ევროპის წამყვან 5 ლიგაში საუკეთესო ინდივიდუალური შედეგია.

⚽ სონის და კიმიხის გოლებს შორის სხვაობა, სულ რაღაც 194 წამი გახლდათ.

⚽ ტოტენჰემი ბაიერნს ბოლოს 1983-84 წლების უეფას თასზე შეხვდა, სადაც პლეი-ოფში, ორი მატჩის ჯამში ლონდონელებმა ბაიერნი - 2:1 დაამარცხეს.

⚽ ტოტენჰემმა 7 გოლი სახლში, ნებისმიერი სახის მთავარ ტურნირზე პირველად გაუშვა!

⚽ 5 გოლიანი სხვაობით ევროთასებზე სახლში აქამდე არცერთ ინგლისურ გუნდს არ ჰქონდა წაგებული.

შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - ვინკსი (ლამელა - 81), ნდომბელე (ერიკსენი - 64) - სისოკო, ალი (ლუკასი - 71), სონი - კეინი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი (მარტინესი - 72), სულე, ალაბა - კიმიხი, ტოლისო - გნაბრი, კოუტინიო, კომანი (პერიშიჩი - 71) - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები