Thumbnail

ალისონი მალე დაბრუნდება - კლოპმა სავარაუდო თარიღი დაასახელა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კვირას ალისონმა გუნდთან ერთად ივარჯიშა
  • სავარაუდოდ ბრაზილიელი სანაკრებო შესვენების შემდეგ დაბრუნდება...

იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ გუნდის პირველი მეკარე - ალისონ ბეკერი შესაძლოა შაბათს ლესტერთან მატჩისთვის უკვე მზად იყოს, თუმცა მის მოედანზე დაბრუნებას მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრაში ელის.

ალისონი პრემიერლიგის პირველ მატჩში - 9 აგვისტოს ნორვიჩთან შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ ყველა ტურნირში ერთად ბრაზილიელმა 9 თამაში გამოტოვა.

ლივერპული ხვალ ზალცბურგს ეთამაშება, ხოლო შაბათს ლესტერის მატჩის შემდეგ სანაკრებო შესვენებაა და მომდევნო ტურში მერსისადიელებს მთავარ მეტოქესთან - მანჩესტერ იუნაიტედთან მოუწევთ თამაში.

"ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა სერიოზული ტრავმა ჰქონდა და არ გვინდა გავრისკოთ - ლესტერთან შევხედავთ როგორი სიტუაცია იქნება, აი იუნაიტედთან კი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 100%-ით ითამაშებს." - ამბობს კლოპი.

კომენტარები

ბოლო ამბები