Thumbnail
  • მილტონ ჰეიგმა ფიჯისთა მატჩამდე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა
  • ჰეიგმა შერჩეულ შემადგენლობასა და ახალგაზრდა მორაგბეებზე ყურადღება გაამახვილა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე მესამე მატჩს ფიჯის წინააღმდეგ გამართავს. ''ბორჯღალოსნებს'' მოგების შემთხვევაში მე-3 ადგილის განაღდება შეუძლიათ. მილტონ ჰეიგმა მედიასთან შეხვედრის დროს გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაკრები ფიჯისთან მოსაგებად გავა.

მილტონ ჰეიგი: მორაგბეების უმეტესობა, რომლებიც ფიჯისთან მატჩის შემადგენლობაში მოხვდნენ, გამოცდილები არიან. შევარჩიეთ ის ბიჭები, რომლებზეც ვფქირობთ, რომ ფიჯისთან დავალებებს შეასრულებენ. შემადგენლობის შერჩევას წინ უძღოდა მწვრთნელთა შტაბის გუშინდელი კრება, ენთუზიაზმისა და გამოცდილების შერწყმით კმაყოფილები ვართ. დიდ თამაშებში გამოცდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომელიც მარქაფაში არიან და ისინი სარგებელს აუცილებლად მოიტანენ.

ამ თამაშის მოგებით 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მივიღებთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი სენსაცია არ მოხდება. სწორედ ამისთვის ვმუშაობდით უკანასკნელი რამდენიმე წელი“.

სიტუაციის გასაანალიზებლად მათ დიდი დრო ჰქონდათ. ფიჯის შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშეა. ამ გუნდს მთელი მსოფლიო იცნობს, ყველამ იცის როგორ თამაშს თამაშობს და მათგან სიურპრიზებს არ ველოდებით. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ფიჯის მესამედ შევხვდებით. ვფიქრობთ, საშინაო დავალება კარგად შევასრულეთ და ვიმედოვნებთ, რომ მოედანზე ყველაფერი კარგად გამოგვივა.

კომენტარები

ბოლო ამბები