Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 1-ელი ოქტომბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,4 გახლავთ. 

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ლაიპციგი ძალიან მომწონს, თანამედროვე, გახსნილ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ეს ლიონი კი "აჭრილია", ზენიტთან შერცხვა, ჩემპიონატშიჩ აურია - ვერავის ვერ უგებს. ამ ჯგუფში ლაიპციგი შემართულია, პირველი მატჩი მოგებული აქვს. თანაც, შალკესთან პრინციპული მატჩი წააგო და აქცენტი ამ თამაშზე გააკეთა. ახლა თუ ლიონს მოუგებს, ჩავთვალოთ, რომ გასულია.

იანგ ბოიზი-რეინერსი - უფრო მეტად ხელოვნური საფარის ხათრით, უფრო მეტად იმის გამო, რომ იანგ ბოზი სახლში შეუტევს. რეინჯერსი კრიზისიდან კი გამოვიდა, მაგრამ ისე ვერ არის, რომ იანგ ბოიზმა ვერ მოუგოს. 

ჩელსის ვერ აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში საქმე, სტუმრად ეთამაშება ლილს და თუ ვერ მოიგებს, მისთვის ლიგა დასრულებულია. ამიტომ, პირდაპირ 2-იანს ავიღებ. ლილმა აიაქსთან წააგო და დიდი გამოცდილებაც არ აქვს. 

ბოლო თამაში რეალის ჰანდიკაპით მოგებას ავიღე ბრიუგესთან. ვფიქრობ, რომ რეალი ბრიუგეს ადვილად უნდა გაუსწორდეს - მინიმუმ, ორი ბურთით მოუგებს!   

გადაცემის სტუმარი პროგნოზისტი ლევან ანდღულაძე იყო, რომელმაც 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,9 გახლავთ.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 14,0 გახლავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები