Thumbnail

დინამო ბათუმი EA FIFA 19-ში - გულშემატკივარმა საყვარელი კლუბი ააწყო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმი პოპულარულ ვიდეოთამაშში
  • გულშემატკივარმა საყვარელი კლუბის მოთამაშეების ვირტუალური ორეულები შექმნა
  • კვირას სეზონის მთავარი მატჩია: დინამო ბათუმი v დინამო თბილისი

გიორგი შარაშიძე დინამო ბათუმის ქომაგია, ეროვნული ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლი გუნდის თითქმის ყველა შეხვედრას ესწრება და ფან-კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრია. შავი ზღვის პირატების პერფორმანსების დაგეგმვასა და განხორციელებაში იგი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული.

გიორგი შარაშიძე ტორპედოს წინააღმდეგ გასვლით მატჩზე

გიორგიმ გუშინ სოციალურ ქსელში პოპულარური ვიდოეთამაშის, EA FIFA 19-ის გეიმფლეის რამდენიმე ფოტო-კადრი გააზიარა, დინამოელები ბარსელონას წინააღმდეგ თამაშობენ და შემდეგ ჩემპიონთა თასით ხელში ზეიმობენ...

მეტი ქართული ფეხბურთი გეიმინგში ⚪🔵⚪🔵⚪🔵🤫🤫🤫🤫🤫 FC Dinamo Batumi #წინდინამო

Posted by Alvin Straight on ორშაბათი, 30 სექტემბერი, 2019

რა კადრებია და როგორ გააკეთა - გიორგი თავად გვიყვება:

popsport: რას ნიშნავს შენთვის დინამო ბათუმი?

შარაშიძე: დინამო ბათუმის ფან კლუბის წევრი ვარ და ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კომპიუტერულ თამაშებთან მქონდა შეხება და მომინდა, რომ საყვარელი გუნდით მეთამაშა. როდესაც დადიხარ სტადიონზე და შემდეგ, ეს ემოციები კომპიუტერულ თამაშში გადაგაქვს, ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე უბრალოდ ევროპული გრანდებით თამაში.  

popsport: როდის გაგიჩნდა ამის სურვილი და რა დრო დაგჭირდა, რომ გუნდი შეგექმნა?

შარაშიძე: სურვილი დინამოს წინსვლასთან და წარმატებასთან ერთად მოვიდა, დრო კი ბევრი არ დამჭირვებია. ორი საათი სრულიად საკმარისი იყო, რომ გუნდი გამეკეთებინა. მეგობრებს არაერთხელ აღგვინიშნავს, რა კარგი იქნებოდა ქართული გუნდებით თამაში და სურვილი რეალობაც ვაქციე.

popsport: როგორი გრძნობაა, როდესაც დინამო ბათუმით თამაშობ?

შარაშიძე: სულ სხვა შეგრძნებაა. როდესაც დინამოს თამაშებზე დავდივარ და ვგრძნობ იქაურ ატმოსფეროს, ვაკვირდები ფეხბურთელებს და შემდეგ, ეს ყველაფერი კომპიუტერში გადმომაქვს, დიდ სიამოვნებას ვიღებ. ყველაფერთან ერთად, ეს ძალიან საინტერესო პროცესია.

📺 სიონის კარში ტეიდის გოლი გიორგიმ ჩელსისთან გაიმეორა

 

popsport: მოთამაშეების მონაცემები რის საფუძველზე გააკეთე? 

შარაშიძე: სახელი, გვარი, ეროვნება და მსგავსი ინფორმაციები ეროვნული ლიგის საიტიდან ავიღე, სათამაშო მონაცემები კი ჩემი დაკვირვებით შევადგინე. რეალობისგან ძალიან შორს არ წავსულვარ, მაგრამ ჩემი საყვარელი გუნდია და ბოლომდე ობიექტურიც ვერ ვიქნებოდი. ამიტომ, მონაცემები ცოტა გადაჭარბებულია.

popsport: ყველაზე ძლიერი მოთამაშე ვინ არის შენ გუნდში?

შარაშიძე: რა თქმა უნდა, ჯოვინო. ასევე, ძალიან კარგი მონაცემები აქვს მიხეილ ალავიძეს. ნიკა საბანაძეზე ვმუშაობ, რომელსაც სამწუხაოდ ჯერ არ უწევს თამაში და ველოდებით მის დაბრუნებას.

popsport: რეალურ ფეხბურთზეც ვთქვათ. რა მოლოდინი გაქვს დინამო თბილისთან მატჩის წინ?

შარაშიძე: ყველა მატჩი ფინალია, თუმცა ეს მატჩი კიდევ უფრო განსაკუთრებულია. ჩემთვის დინამო ბათუმის და დინამო თბილისის დაპირისპირება 'ელ კლასიკოზე' უფრო დიდია. ამ თამაშისთვის ფანები განსაკუთრებულად ვემზადებით და პერფორმანსსაც ვგეგმავთ. რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ, შინაარსი კი სიურპრიზად დავტოვით.

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

📸 EA FIFA 19 | დინამო ბათუმი

როგორ დავამატოთ დინამო ბათუმი EA FIFA 19-ში PC-ზე, გიორგის ინსტრუქცია:

1. გადმოწერეთ და ამოაარქივეთ ფაილები

2. საქაღალდე Squad-ში არსებული ფაილი Squads20191002010230 გადაიტანეთ C:\Users\თქვენი კომპიუტერის სახელი\Documents\FIFA 19\settings -ში

3. გახსენით Frosty Mod Manager საქაღალდე და ჩართეთ FrostyModManager.exe

4. გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს New და საქაღალდეში სადაც გაქვთ თამაში დაყენებული აირჩიეთ FIFA 19 და დააჭირეთ ღილაკს Open

5. Frosty Mod Manager-ის ფანჯარაში დაემატება FIFA 19. დააჭირეთ Select ღილაკს. გაიხსნება ფანჯარა სადაც მოგთხოვთ კოდს.

6. ამოარქივებულ ფოლდერში იპოვეთ ფაილი KEY. გახსენით, დააკოპირეთ მთლიანი ტექსტი და გადაიტანეთ Frosty Mod Manager-ის ფანჯარაში სადაც მოგთხოვათ კოდი. დააჭირეთ Done.

7. თქვენ გახსენით პროგრამა Frosty Mod Manager.

მარცხენა ქვედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს Import Mod(s) ფანჯარაში იპოვეთ ამოარქივებული საქაღალდეში MOD ფაილი Dinamo Batumi MOD.fbmod და დააჭირეთ Open.

8. დააჭირეთ ღილაკს Apply Mod

მოდი დაყენებულია თქვენ FIFA 19 ში დინამო ბათუმი ჩასახლდა.... 
P.S. Leicester ის მაგივრად (რა სიმბოლურია არა?!)

ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Launch და ისიამოვნეთ... იმისათვის, რომ მოდმა იმუშაოს თამაში ყოველთვის Frosty Mod Manager-იდან ჩართეთ.

თამაშის ჩართვის შემდეგ საჭიროა გავააქტიუროთ დინამო ბათუმის ფეხბურთელების შემადგენლობა. ამისათვის ვიქცევით შემდეგნაირად: თამაშის მენიუდან შევდივართ CustomProfile Load Squad და ვირჩევთ Dinamo Batumi-ს...

სულ ეს არის, წარმატებები

დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე - კარგია არა? 🤙

FIFA  19 საფეხბურთ სიმულაციურიი თამაშია, რომელიც დეველოპერული კომპანიების: EA და EA sports-ის FIFA სერიების ნაწილია. თამაში 2018 წლის 28 სექტემბერს გამოვიდა და, მისი წინამორბედების მსგავსად, მაშინვე პოპულარული გახდა: EA-ს მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მონაცემების მიხედვით, პირველივე წელს, დაახლოებით 23 მილიონი FIFA 19-ის თამაში გაიყიდა და ის ევროპაში ყველა დროის ყველაზე პოპულარული სპორტული თამაში გახდა, ხოლო ამერიკაში, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თამაშების ათეულში შევიდა.

სერიებში პირველად, FIFA 19-ში გამოჩნდა UEFA-ს საკლუბო შეჯიბრებების სერია, რომელიც UEFA -ს ჩემპიონთა ლიგას, ევროპალიგასა და სუპერ თასს მოიცავდა. ასევე, FIFA 19-ს 2019 წელს პირველად დაემატა ქალთა ფეხბურთი ცალკე თამაშის კატეგორიაში. 

ასევე წაიკითხე:

🎮 მესის რონალდოზე მაღალი რეიტინგი აქვს! FIFA 20-ის საუკეთესო ათეული
🎮 ოფიციალურად:  საქართველოს ნაკრები PES 2020-ში!

FIFA 19-ია სტანდარტულ ყდაზე კრიშტიანო რონალდოა გამოსახული, ჩემპონების ვერსიის ყდაზე კი, ასევე რონალდო, ნეიმართან ერთად.  თამაში თავსებადია PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One, Nintendo Switch, და Microsoft Windows პლატფორმებთან.

კომენტარები

ბოლო ამბები