Thumbnail
  • ფიჯელების შემადგენლობა ''ბორჯღალოსნების'' წინააღმდეგ ცნობილია
  • კუნძულელებს მესამე ადგილის მოსაპოვებლად გამარჯვება სჭირდებათ

ფიჯის მორაგბეთა ნაკრები საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება. ფიჯელებს ორივე შეხვედრა წაგებული აქვთ, თუმცა ორივე მატჩში ბონუს ქულა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ფიჯი მესამე ადგილზე გადავა და მომდევნო მსოფლიო თასზე ადგილის განაღდებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

ფიჯელებს კლერმონის მორაგბე პესელი იატო დაუბრუნდათ, რომელმაც ავსტრალიასთან 26 წუთში ლელო დადო და ბურთით 81 მეტრი იარა. ფიჯელების მწვრთნელმა ჯონ მაკკიმ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობაში 11 მორაგბე შეცვალა.

ძირითადი შემადგენლობა: 15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ლევანი ბოტია, 11. სემი რადრადრა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი.

1. კემპესე მააფუ, 2. სამუელ მატავესი, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. სემი კუნატანი, 8. პესელი იატო.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. ტუვერე ვუგაკოტო, 17. ერონი მავი, 18. პენი რავაი, 19. აპისალომე რატუნიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. ნიკოლა მატავალუ, 22. ჯალე ვატუბუა, 23. ჯოშ მატავესი

კომენტარები

ბოლო ამბები