Thumbnail

U19 საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - წინ ელიტრაუნდია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • შესარჩევი ციკლი: 9-15 ოქტომბერი
  • მეტოქეები: უნგრეთი, ყაზახეთი, ხორვატია

9-15 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი 6 ოქტომბერს გაემგზავრება უნგრეთში, სადაც მასპინძელთა გარდა ხორვატიასთან და ყაზახეთთან გაარკვევს ელიტრაუნდში გამსვლელის ვინაობას. ჯგუფიდან ორი გუნდი მოიპოვებს მომდევნო ეტაპის საგზურს.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროშესარჩევი მატჩებისთვის მოემზადებიან:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი).

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო).

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ).

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

კომენტარები

ბოლო ამბები