Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 არსენალი
  • 1:0 მაკტომინეი (45), 1:1 ობამეიანგი (58)

ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონის არსენალს 1:1-ს ეთამაშა. 7 ტურის შემდეგ უნაი ემერის არსენალი 12 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო ოლე გუნარ სულშერის იუნაიტედი 9 ქულით მხოლოდ მეათეა.

30 წელია, რაც მანჩესტერ იუნაიტედს ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია სეზონში.

პირველი ტაიმის მიწურულს სკოტ მაკტომინეიმ შორეული დარტყმით ლენოს კარის "ცხრიანში" გაიტანა. საპასუხო გოლი 58-ე წუთზე მანჩესტერის დაცვის უხეში შეცდომის წყალობით გავიდა, გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა. ამ შემთხვევაში თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რომელიც VAR-მა შეცვალა გოლით.

მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 არსენალი

გოლები: 1:0 მაკტომინეი (45), 1:1 ობამეიანგი (58)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, ლინდელიოფი, მაგუაიერი, ტუანზებე - მაკტომინეი, პოგბა - ა. პერეირა (74. გრინვუდი), ლინგარდი (74. ფრედი), ჯეიმსი - რაშფორდი

არსენალი (4-3-3): ლენო - ჩემბერსი, სოკრატისი, დავიდ ლუისი, კოლაშინაცი - ტორეირა (55. სებალიოსი), ჯაკა, გენდუზი - პეპე (74. ნელსონი), ობამეიანგი, საკა (80. უილკოკი) 

კომენტარები

ბოლო ამბები