Thumbnail
  • ფიფა-მ უელსური კლუბი გაამტყუნა, ბრიტანელები ჩივიან
  • ემილიანო სალა იანვარში ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ფიფა-ს სპეციალურმა კომიტეტმა, რომელსაც მოთამაშეთა სტატუსის განსაზღვრა ევალება, ინგლისურ კარდის ფრანგული ნანტისთვის 6 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, რაც ემილიანო სალას ბოლომდე დაუსრულებელი ტრანსფერისთვის კომპენსაცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სალა უელსურ გუნდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადადიოდა და კარდიფელთა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო. უელსელები არგენტინელის სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს იხდიდნენ, პირველადი შენატანი კი სწორედ ზემოხსენებული 6 მილიონი უნდა ყოფილიყო...

ემილიანო სალას თვითმფრინავის ნაწილები ლა მანშის ფსკერზე იპოვეს

21 იანვრის საღამოს ემილიანო კერძო თვითმფრინავით უელსში გაემგზავრა, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას დაახლოებით 1 საათი უკლდა, როდესაც თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. მოგვიანებით, ის ლა მანშის ფსკერზე იქნა ნაპოვნი და ფეხბურთელის გვამიც აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ კარდიფი ფიფა-ს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. ბრიტანელთა აზრით, სალას ტრანსფერი ბოლომდე დასრულებული არ იყო, რადგანაც გარდაცვალების დროს, ის, პრემიერლიგის ფეხბურთელად დარეგისტრირებული არ გახლდათ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები