Thumbnail
  • იტალიურ მედიაში გიორგი ჩაკვეტაძე გაიხსენეს
  • TODO FICHAJES-ის ექსკლუზიური ინფორმაცია ნაპოლის დაინტერესებაზე

იტალიური TODO FICHAJES-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით იტალიური გრანდი ნაპოლი დაინტერესდა. სამხრეთიტალიელებს ესპანელი ხოსე კალეხონის შემცვლელი ესაჭიროებათ, რადგან კალეხონი ნაპოლისთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე არ თანხმდება. თუ კალეხონი საბოლოოდ უარს იტყვის, ნაპოლის პირველ ვარიანტად გენტისგან ჩაკვეტაძის ყიდვა აქვს ჩაფიქრებული: "20 წლის ქართველი ევროპის ერთ-ერთ ტალანტად მიიჩნევა", - წერს TODO FICHAJES. 

წყაროს ცნობით, ამ ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია - 2020 წლის ივნისში ნაპოლის ქართველი ნახევარმცველი დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, ჩაკვეტაძით ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული, იტალიურებიდან კი რომა და ლაციო აქტიურობდნენ. ნაპოლის დაინტერესებაზე აქამდე არ დაწერილა. ნაპოლის ამჟამად კარლო ანჩელოტი წვრთნის. 

გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდს გადის, მან უკვე დაიწყო ბურთით ვარჯიში, თუმცა გენტის მწვრთნელი ამტკიცებს, რომ ახალ წლამდე მისი ჯანმრთელობით გარისკვა არ შეიძლება და გიორგი წლის ბოლომდე არ ითამაშებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები