Thumbnail

დაუღალავი კუნთოვანი მასა – მსოფლიო რაგბიმ ჯაბა ბრეგვაძე გამოარჩია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ კვაჭს სპეციალური ვიდეო მიუძღვნეს
  • ბრეგვაძემ კაპიტნის სამკლაურით ითამაშა და ლელო დადო

მსოფლიო რაგბი ჯაბა ბრეგვაძის ჩინებულ თამაშს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ურუგვაის ნაკრებთა გუშინდელ მატჩში ბრეგვაძე ბორჯღალოსანთა 32-ე კაპიტანი გახდა და ეს ღირშესანიშნავი მოვლენა შედეგიანი გარჯით აღნიშნა.

“ჯაბა ბრეგვაძე გამორჩეულია. დაუღალავი კუნთოვანი მასა ენერგიის წყაროდ იქცა, რომელიც კონტაქტში ხშირად შედიოდა და მუდამ წინ მიიწევდა”, - წერს მსოფლიო რაგბი და სპეციალურ ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელიც ქართველ კვაჭს ეძღვნება.

Jaba Bregvadze In Great Form

Jaba Bregvadze is a UNIT 💪💯 A relentless and muscular ball of energy crashing into contact and...err... chipping ahead 🤔😂👏

Posted by Rugby World Cup on ორშაბათი, 30 სექტემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ ურუგვაისთან დამაჯერებლად მოგებულ (33:7) შეხვედრაში ბრეგვაძემ მინდორზე 64 წუთი გაატარა, 51-ეზე მოლს მოწყდა და ლელოს ავტორი გახდა, მალევე კი, ბურთი ოსტატურად გადაკიდა, მას თავადვე მიჰყვა და მეტოქე შებოჭა, რითაც გიორგი კვესელაძემ ისარგებლა და სამხრეთამერიკელები კიდევ ერთხელ დაალელოვა.

სხვათა შორის, აღნიშნულმა ეპიზოდმა მატჩის ინგლისურენოვან კომენტატორში დიდი გაოცება გამოიწვია. "ყოველდღე ნამდვილად ვერ ნახავთ, როდესაც ჰუკერი ფეხს ასე ხმარობს"- ამბობდა ის აღტაცებული, თუმცა, ცხადია, არ იცოდა, რომ თავის დროზე ჯაბას 10 ნომრის პოზიციაზეც უთამაშია...

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის D ჯგუფში 5 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 3 ოქტომბერს, ჰიგაშიოსაკაში, ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები