Thumbnail
  • შოტლანდიელებს პლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდათ
  • სამოამ თამაში კაცნაკლულმა დაასრულა

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება იზეიმა. გრეგორ თაუნსენდის შეგირდებმა სამოასთან მატჩში ბონუს-ქულის აღება მოახერხეს და თანაც ისე, რომ კუნძულელები “მშრალზე” დატოვეს – 34:0.

შოტლანდია - სამოა 34:0

საინტერესოა, რომ “ნარშავების” 4 ლელოდან 2 საჯარიმო გახლდათ, ორივე შემთხვევაში წესებს კუნძულელთა გარემარბი ედ ფიდოუ არღვევდა, რაც იმით დასრულდა, რომ მატჩის ფრანგმა არბიტრმა პასკალ გაიუზერმა მას 2 ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან მიაბრძანა.

შეხვედრის გმირი შოტლანდიელთა მე-9 ნომერი გრეიგ ლეიდლოუ გახდა, რომელმაც ლელოს 2 გარდასახვა და ჯარიმა წაამატა და 12 ქულის ავტორი გახდა.

აღნიშნული შედეგის გათვალისწინებით, მსოფლიო თასის A ჯგუფში მეტად საინტერესო ვითარება შეიქმნა. 9 ქულით პირველ ადგილზე იაპონიაა, ირლანდიას 6 ქულა აქვს, შოტლანდიას და სამოას კი – 5-5.

პლეი-ოფში გამსვლელი 2 ნაკრების ვინაობა სწორედ ხსენებულ ოთხეულში გაირკვევა. მე-3 ტურში, 3 ოქტომბერს ირლანდია რუსეთს ეთამაშება, 5-ში კი – იაპონია სამოას გაეჯიბრება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს A ჯგუფს?

  • ირლანდია
  • შოტლანდია
  • იაპონია
  • სამოა
  • რუსეთი

კომენტარები

ბოლო ამბები