Thumbnail

ჯოკოვიჩის ფარული ინტერესი - ნოლე სუმოისტის როლში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • პირველი ჩოგანი იაპონიას ესტუმრა და ძალები სუმოში მოსინჯა
  • სერბი ჩოგბურთელი სუმოს ბავშვობიდან გულშემატკივრობს

ეს აქამდე ცნობილი ნაკლებად იყო, თუმცა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი სუმოს დიდი მოყვარული ყოფილა. იაპონიაში, ტოკიოში, ვიზიტის დროს მან თავისი ძალები სპორტის ამ სახეობაშიც მოსინჯა და ადგილობრივ სუმოს ვარსკვლავებს "დაუპირისპირდა".

როგორც მისი პოსტი გვამცნობს, ის სუმოს მამასა და ძმებთან ერთად ბავშვობიდან უყურებდა და მისი საყვარელი სპორტსმენი იოკუძუნა აკებონო იყო.

სერბმა სურვილი გამოთქვა, რომ აკებონოს შეხვდეს კიდეც. ამავე დროს, ჯოკოვიჩმა თავის სტილში იხუმრა, რომ სპორტის ამ სახეობაშიც ცდიდა ბედს, თუმცა სუმოისტების რაციონი დღეში 10 ათასი კალორიისგან შედგება და დარწმუნებული არ არის, რომ ამდენი საკვების მიღებას შეძლებს.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ნოლე ტრავმის მიუხედავად, კარგ ხასიათზეა და ამ სეზონის დასრულებას და შემდეგის დაწყებას ოპტიმისტურ ნოტაზე აპირებს.

Sumo wrestling sport 🤼‍♀ is sacred in Japan. I had the of honor experiencing what it feels like to be up there with...

Posted by Novak Djokovic on კვირა, 29 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები