Thumbnail

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის გათამაშება, რომელიც შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა.

7.0 ქულით პირველ ადგილზე ტიგრან ჰარუთინიანი (სომხეთი, 2555) გავიდა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და II-III ადგილები გაინაწილეს ჰოვიკ ჰაირაპეტიანმა (სომხეთი, 2453) და ლევან ფანცულაიამ (საქართველო, 2603).

აღნიშნული შეჯიბრი 3 ტურნირად გაიმართა და მასში 12 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა.

ნონა გაფრინდაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე
📷 | საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

ღია ტურნირი
1. ტიგრან ჰარუთუნიანი (სომხეთი, 2555) – 7.0  ქულა
2. ჰოვიკ აირაპეტიანი (სომხეთი, 2453) – 6.5 ქულა
3. ლევან ფანცულაია (საქართველო) – 6.5 ქულა

ქალთა ტურნირი
1. მარია სარგსიანი (სომხეთი, 2242) – 6.0  ქულა
2. ნინო ხომერიკი (საქართველო, 2315) – 5.5 ქულა
3. ტურკან მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 2314) – 5.0 ქულა

კომენტარები

ბოლო ამბები