Thumbnail

ლობჟანიძის მე-7 გოლი დანიაში - რანდერსმა ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოლბორგი 0:3 რანდერსი
  • საბამ დანიის სუპერლიგაში მე-7 გოლი გაიტანა

დანიის სუპერლიგის მე-11 ტურში საბა ლობჟანიძის რანდერსი ოლბორგს ესტუმრა და მეტოქეს 3:0 მოუგო. რანდერსის მეორე გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.

საბამ გოლის გატანა 76-ე წუთზე მოახერხა და რანდერსის ზედიზედ მოგებული შეხვედრების რიცხვი 6 მატჩამდე გაზარდა. ქართველს მიმდინარე სეზონში უკვე 7 გოლი დაუგროვდა და მისი გუნდი გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილამდე აღზევდა.

რანდერსს 17 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ორჰუსს შეხვდება, რომელიც ლობჟანიძის გუნდს 3 ქულით უსწრებს და მე-3 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები