Thumbnail

დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. გია გეგუჩაძის გუნდმა წყალტუბოში ქუთაისის ტორპედო 2:1 დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ბათუმელებს 29 ტურის შემდეგ 61 ქულა აქვთ და თბილისის დინამოს 3 ქულით უსწრებენ.

📺 მატჩისშემდგომი კომენტარები

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)
“მოხარული ვარ, რომ გაშვებული გოლის შემდეგ სწრაფად გავათანაბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ტორპედო ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, ძლიერი და ბრძოლისუნარიანი გუნდია. საბედნიეროდ, წინაც გავედით და ჩვენთვის სასურველი ანგარიში ბოლომდე შენარჩუნდა. წინ თბილისის დინამოსთან მატჩია და ისევე, როგორ ყველა შეხვედრას, ამ დაპირისპირებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, უნდა მოვემზადოთ სათანადოდ”.

გიული მანჯგალაძე (დინამო ბათუმი)
“ვულოცავ გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას. სწრაფი გოლი გავუშვით, თუმცა დროულად მოვახდინეთ რეაგირება და გავათანაბრეთ. პირველი ტაიმი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა და შემდეგ შევინარჩუნეთ ეს ანგარიში. რთული მატჩი იყო და ქუთაისის ტორპედოსთან ყოველთვის ასეა. რაც მთავარია, სამი ქულა ავიღეთ. მომდევნო ტურში თბილისის დინამოს ვხვდებით და ეს იქნება ალბათ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ხვალიდან სწორედ ამ მატჩისთვის ვიწყებთ მზადებას”.

მიხეილ აშვეთია (ტორპედოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი)
“კარგად დავიწყეთ თამაში და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ გამოუცდელობის გამო მალევე გავუშვით და ამანაც განაპირობა საბოლოო ანგარიში. ბიჭებმა სცადეს თამაშში დაბრუნება, მაგრამ რთული იყო ანგარიშის გათანაბრება. დინამო ბათუმმა დამსახურებულად გაიმარჯვა და წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი ჩვენი მიზნები გვაქვს როგორც ჩემპიონატში, ისე თასზე”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები