Thumbnail

ბორჯღალოსნები | ფიჯისთან მატჩისთვის შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველმა მორაგბეებმა ურუგვაისთან მოგებული მატჩი შეაფასეს
  • 'ბორჯღალოსნებმა' გამარჯვებით გაიხარეს, თუმცა, შეცდომებიც დაინახეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ჰეიგის გუნდმა ურუგვაის 33:7 სძლია. ''ბორჯღალოსნებმა'' პირველად ტურნირის ისტორიაში ბონუს-ქულის აღებაც მოახერხეს.

📋 მეტი ამ თემაზე: 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებმა, ლაშა ლომიძემ, ვანო კარკაძემ, ბექა საღინაძემ და მატჩის საუკეთესო მოთამაშე - ოთარ გიორგაძემ ურუგვაისთან გამართული შეხვედრა შეაფასეს და დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრეს.

ლაშა ლომიძე: მიზანი ბონუს ქულით მოგება იყო და ის შევასრულეთ. კარგი თამაში ვაჩვენეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც შემდეგი შეხვედრისთვის უნდა გამოვასწოროთ. სამ დღეში უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს, ამიტომ სრული კონცენტრაცია გვჭირდება. ახლა, სრულად ფიჯისთან მატჩზე უნდა გადავერთოთ.

ვანო კარკაძე: ჩემთვის მსოფლიო თასზე პირველი თამაში იყო. ცოტას ვღელავდი და ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი ბიჭების დახმარებით დავძლიე. სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას.

ბექა საღინაძე: უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ურუგვაის ასეთი ბრძოლისთვის. ურუგვაის და ფიჯის თამაშის შემდეგ, მათი შეცდომები გავაანალიზეთ და ზუსტად იმ წერტილებზე ვიმუშავეთ, სადაც მეტოქე სუსტი იყო. შედეგიც სახეზეა.

ოთარ გიორგაძე: გამარჯვება ძალიან გამიხარდა. ბიჭებმა ის ძალა ვიპოვეთ, რომელიც სამი მარცხის შემდეგ დაგვეხმარა და მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯეთ. სასიამოვნოა საუკეთესო მოთამაშის პრიზის მიღებაც. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და გვერდში გვედგა.

საქართველო 33-7 ურუგვაი | კომენტარები

მატჩის შემდგომი კომენტარებით: ლაშა ლომიძე, ვანო კარკაძე, ბექა საღინაძე და მატჩის საუკეტესო მოთამაშე - ოთარ გიორგაძე 🎥 Credit: Georgian Rugby via TAMUNAPHOTO

Posted by Georgian Rugby on კვირა, 29 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები