Thumbnail
  • ჯაბა ბრეგვაძემ ურუგვაისთან გამართული მატჩი შეაფასა
  • მან სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს ქართულად მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ჰეიგის გუნდმა ურუგვაის 33:7 სძლია. ''ბორჯღალოსნებმა'' პირველად ტურნირის ისტორიაში ბონუს-ქულის აღებაც მოახერხეს.

📋 მეტი ამ თემაზე: 

მატჩის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბის ჟურნალისტმა ჯაბა ბრეგვაძეს შეხვედრის შეფასება სთხოვა. ქართველი მორაგბე  ''ბორჯღალოსანთა'' ისტორიაში 32-ე კაპიტანი იყო და მატჩში ლელოს დადებაც შეძლო.

ჯაბა ბრეგვაძე: "ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველაფერი გავაკეთეთ ამ შეხვედრისთვის. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. მზადების წინ ვსაუბრობდით, რომ გვსურდა ჩვენს ხალხს ეამაყა ჩვენით. იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დილით ჩვენი თამაშის საყურებლად გაიღვიძეს.

საქმე ბოლომდე ჯერ არ გაგვიკეთებია და მომდევნო მატჩისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. დიდი მადლობა ყველა ქართველს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოდან გვიგულშემატკივრეს."

ჯაბა ბრეგვაძის კომენტარი | საქართველო 33-7 ურუგვაი

🗣 გვინდოდა, რომ ჩვენ ამაყები ვყოფილიყავით მოედანზე, რათა ამაყი გაგვეხადა მთელი ერი" - ჯაბა ბრეგვაძე გილოცავთ!!! ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის მეორე ტურის მატჩში ურუგვაის 33-7 სძლიეს და პირველად მსოფლიო თასზე ბონუს ქულაც ავიღეთ 🔥 🇬🇪 საქართველო 33 -7 ურუგვაი 🇺🇾 #რაგბიჩვენითამაშია #GEOvURU #RWC2019 #RWCKumagaya 🎥 Credit: Rugby World Cup

Posted by Georgian Rugby on კვირა, 29 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები