Thumbnail
  • ხეტაფე 0:2 ბარსელონა
  • 0:1 ლუის სუარესი (41), 0:2 ჟუნიორ ფირპო

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში ტრავმირებული ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე ჩემპიონმა ბარსელონამ მადრიდში ხეტაფეს 2:0 მოუგო. ამით ერნესტო ვალვერდეს გუნდმა 7 თამაშის შემდეგ 13 ქულა დააგროვა.

41-ე წუთზე ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელ ფორვარდს საგოლე პასი... მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გაუკეთა.

49-ე წუთზე ჟუნიორ ფირპომ ყველას დაასწრო დამატებაზე და ბარსელონას მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა. 82-ე წუთზე კლემან ლონგლემ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ბარსელონამ არც ათი კაცით გაუშვა ბურთი. 

ხეტაფე 0:2 ბარსელონა

გოლები: 0:1 ლუის სუარესი (41), 0:2 ჟუნიორ ფირპო

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ჟუნიორ ფირპო - ფრენკი დე იონგი, ბუსკეტსი (80. რაკიტიჩი), არტური - კ. პერესი (86. ტოდიბო), ლუის სუარესი, გრიზმანი (75. სემედუ) 

სხვა მატჩები

ბილბაო 0:1 ვალენსია
გრანადა 1:0 ლეგანესი

კომენტარები

ბოლო ამბები