Thumbnail

'ჰეი, დევის ძმაო - შენ ძალიან მაგრად იჩხუბე! გიგა ჭიკაძემ UFC-ში მოგებით დაიწყო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • UFC-ში გიგა ჭიკაძის დებიუტი შედგა
  • გამარჯვებული ქართველი მებრძოლის პირველი კომენტარი 

ქართველმა MMA-ის მებრძოლმა, ყოფილი კიკბოქსიორმა - გიგა ჭიკაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა კოპენჰაგენში ჩაატარა. ქართველის მოწინააღმდეგე თავდაპირველად მაიკ დევისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოპონენტის ტრავმის შემდეგ, ის მისმა მოგვარემ, ბრენდონ დევისმა შეცვალა.

ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მებრძოლებმა სამი 5-წუთიანი რაუნდი ჩაატარეს, რის შემდეგაც მსაჯებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და ჭიკაძის სადებიუტო ბრძოლა UFC-ში ფრედ დასრულდა, თუმცა MMAJUNKIE-ს ჟურნალისტმა ჯონ მორგანმა ტვიტერზე დაწერა, რომ UFC-ის მსაჯებმა შედეგები არასწორად დათვალეს და გიგა ჭიკაძე ბრენდონ დევისთან ბრძოლაში გამარჯვებულად გამოცხადდა.

მალე ეს UFC-მ ოფიციალურად დაასასტურა: "შედეგების დათვლისას შეცდომის გამო, გიგა ჭიკაძეს თავიდან ეგონა, რომ მისი სადებიუტო დაპირისპირება UFC-ში ფრედ დასრულდა, მაგრამ ფრის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში UFC-მ მას აუხსნა, რომ გამარჯვებულად გამოცხადდა მსაჯების გადაწყვეტილებით".

გიგა ჭიკაძე: "ბრძოლის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვე, მაგრამ სამწუხაროდ მათ ფრე გამოაცხადეს. ამის შემდეგ ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი, რომ ორგანიზატორები შედეგს შეცვლიდნენ. მე UFC-ში ახალი, ვარ, დღეს ჩემი დებიუტია და გამოცდილებაც არ მაქვს.

გამარჯვების შესახებ ოთახში შემატყობინეს, სადაც ექიმები მსინჯავდნენ. ძალიან გახარებული ვარ. პირველი მამამ მომილოცა, რომელიც დიდი ხანია, რაც ჩემ ბრძოლაზე არ ყოფილა. 

კიდევ ბევრს უნდა ელოდოთ ჩემგან, რადგან პირველი ბრძოლა იყო და ბოლომდე გამბედაობა მაკლდა, შემდეგ გავიხსენი და ერთი-ორი ჩემთვის დამახასიათებელი დარტყმაც ვაჩვენე. ერთი სული მაქვს, კიდევ როდის მომიწევს ბრძოლა. ჯიუჯიცუში ჩემი საჭიდაო გამოცდილება მეტ თავდაჯერებას მმატებს ჩხუბში. ფანებისთვის მეტის ჩვენება შემიძლია.

ეს ბრძოლა ძალიან სახალისო გამოდგა, როცა ერთი-ორ ძლიერ დარტყმას ვახორციელებ, მეტოქეები უკან იხევენ და არ უტევენ. ეს ბიჭი კი... - ჰეი, დევის ძმაო, შენ ძალიან კარგად იჩხუბე. დიდ პატივს გცემ, შენთან ბრძოლა რინგზე სასიამოვნო იყო".

კომენტარები

ბოლო ამბები