Thumbnail
  • პადერბორნი 2:3 ბაიერნი
  • 0:1 გნაბრი (15), 0:2 კოუტინიო (55), 1:2 პროგერი (68), 1:3 ლევანდოვსკი (79), 2:3 კოლინსი (84)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტური სტუმრების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობს - მათ უკვე მოიგეს ტურის პირველი 8 დაპირისპირება. ქვეყნის ჩემპიონმა მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად პადერბორნს 3:2 მოუგო. ბაიერნი 14 ქულით გალიდერდა, რადგან მისმა კონკურენტმა ლაიპციგმა შინ შალკესთან 1:3 წააგო.

სტუმართა რიგებში გოლები სერჟ გნაბრიმ, ფილიპე კოუტინიომ და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს. ეს ლევანდოვსკის მე-10 გოლია სეზონში, მას ორჯერ მეტი აქვს გატანილი უახლოეს კონკურენტებზე. 

პადერბორნი 2:3 ბაიერნი

გოლები: 0:1 გნაბრი (15), 0:2 კოუტინიო (55), 1:2 პროგერი (68), 1:3 ლევანდოვსკი (79), 2:3 კოლინსი (84)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ზიულე, ბოატენგი, ლუკა ერნანდესი (46. დევისი) - კიმიხი, ტიაგო ალკანტარა (46. ხავი მარტინესი) - გნაბრი, კოუტინიო, კომანი - ლევანდოვსკი (80. მიულერი)

სხვა მატჩები

აუგსბურგი 0:3 ლევერკუზენი
ჰოფენჰაიმი 0:3 მიონხენგლადბახი
მაინცი 0:1 ვოლფსბურგი
ლაიპციგი 1:3 შალკე 
დორტმუნდი 2:2 ვერდერი

კომენტარები

ბოლო ამბები