Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მეორე მატჩს ურუგვაისთან გამართავს
  • ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა მომავალ მატჩზე ისაუბრეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასზე ურუგვაისთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც  გუნდის კაპიტანთან, ჯაბა ბრეგვაძესთან ერთად წარსდგა. ბორჯღალოსნები იაპონიაში მიმდინარე ტურნირის D ჯგუფის მეორე შეხვედრას ურუგვაისთან ქალაქ კუმაგაიაში, 29 სექტემბერს, თბილისის დროით 09:15 სთ-ზე გამართავენ.

მატჩის წინა დღეს ქართველმა მორაგბეებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის სასტარტო თამაშში უელსთან ანგარიშით 14:43 დამარცხდა. იმ მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეცვალა.

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ცვლილებები წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი:

"ტურნირზე გარდამტეხი მომენტი გვაქვს და ურუგვაისთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ, - აქვეყნებს ჰეიგის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური. - ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, როდესაც ამ მსოფლიო თასზე გამოსვლას ვგეგმავდით, ზუსტად ვიცოდით, რომ შემადგენლობაში 31 ძლიერი მორაგბე უნდა გვყოლოდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ კონკურენცია აგვემაღლებინა და დიდი განსხვავება არ ყოფილიყო პირველი და მეორე მატჩის სასტარტო შემადგენლობებს შორის. ოთხი წელი სწორედ ამაზე ვმუშაობდით.

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადებიან

კენჭისყრის შემდეგ უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ ურუგვაისა და ფიჯის მატჩებს შორის მხოლოდ 4 დღე გვექნებოდა. ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა შემადგენლობაში სიღრმეების ქონა და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობდით. სწორედ ამიტომ, ვერ ვხედავთ დიდ განსხვავებას იმ გუნდებს შორის, რომელმაც თამაში უელსთან დაიწყო და რომელიც ურუგვაისთან დაიწყებს.

მწვრთნელები ყველას თანაბრად ვაძლევთ შანსს და ხვალ მოედანზე საუკეთესო მორაგბეები გადიან. მათგან ნებისმიერი, შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში იყოს მომდევნო შეხვედრაშიც. კონკურენცია ყველას ეხება და მსგავს ტურნირებზე ეს აუცილებელია. ბედნიერები ვართ, რადგან გვაქვს შესაძლებლობა დავაყენოთ ორი თანაბარძალიანი გუნდი და ხვალ ეს ბიჭები თავის გასაკეთებელს გააკეთებენ".

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

📸 | ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში

ოთხი დღის წინ ურუგვაიმ იაპონიაში პირველი თამაში გამართა და ფიჯის ძლიერ გუნდს სენსაციურად, ანგარიშით 30:27 სძლია. ახალზელანდიელი სპეციალისტისთვის ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა:

"ეს შედეგი არ გამკვირვებია. თუ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში თვალს ადევნებდით ურუგვაის პროგრესს, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი უკანასკნელ 3 თვეში გახდა, აღმოაჩენდით, რომ მათი თამაში ყველა კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და სამწვრთნელო შტაბშიც ჭკვიანი პროფესიონალები მუშაობენ. რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ და ვიცოდი, რომ ისინი იაპონიაში ტყუილად არ ჩამოვიდოდნენ. ურუგვაისთან თბილისში გვითამაშია და ვიცით, რომ ესაა ვაჟკაცებით დაკომპლექტებული მებრძოლი გუნდი, რომელსაც პატივისცემით უნდა მოეპყრო.

კარგად ვიცით ურუგვაის ძლიერი და სუსტი მხარეები. ფიჯისთან მათი გამარჯვება ჩვენს სტრატეგიას არ ცვლის. მეტოქის შესაძლებლობები დიდი ხანია ცნობილია და დარწმუნებულები ვარ, რომ გამოვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს და მოვახდენთ უნარების რეალიზებას".

ურუგვაისთან ბორჯღალოსნებს ჯაბა ბრეგვაძე უკაპიტნებს

ჯაბა ბრეგვაძემ, რომელიც "ბორჯღალოსნების" ისტორიაში 32-ე კაპიტანია, მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"ეს მსოფლიოს ჩემპიონატია, ყველა თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მოტივირებულები ვართ. უელსთან მატჩის შემდეგ, გვქონდა აღდგენა და მომავალი თამაშისთვის კარგად ვართ მომზადებული. კაპიტნად არჩევა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ველოდები მერაბ შარიქაძის დაბრუნებას, რომელიც ჩემს მაგივრად ამ ადგილს დაიკავებს". 

კომენტარები

ბოლო ამბები