Thumbnail

MVP პირველივე ტურში - შენგელიამ ესტუდიანტესს 19 ქულა ჩაუგდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბასკონია 105:82 ესტუდიანტესი
  • თორნიკე შენგელია: 19 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგა) პირველ ტურში ესტუდიანტესს უმასპინძლა და მეტოქეს 23 ქულის სხვაობით, 105:82 მოუგო. ბასკონია უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა. ვიტორიელებმა 4-დან 3 მეოთხედი მოიგეს.

მატჩის MVP თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. მან 11-დან 7 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. შენგელიამ 5-დან 4-ჯერ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა.

ბასკონია ბურთების უკეთესი სხვაობის გამო პირველ ადგილზეა და მეორე ტურში ბარსელონას შეხვდება, რომელმაც პირველ ტურში ობრადოიროს მოუგო. შეხვედრა 29 სექტემბერს, 20-საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს SILK UNIVERSAL-ზე იხილავთ.

შენგელიამ ახალი სეზონი ეფექტური ჩატენვით და 19 ქულით გახსნა

შენგელიამ ახალი სეზონი ეფექტური ჩატენვით და 19 ქულით გახსნა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები