Thumbnail

ლობჟანიძემ დანიის თასზე კუთხურიდან ჩაახვია და საგოლე პასი გააკეთა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • როსკილდე 1:2 რანდერსი
  • საბა ლობჟანიძემ რანდერსი თასის მერვედფინალში გაიყვანა

საბა ლობჟანიძის რანდერსი დანიის თასის 1/16-ფინალში როსკილდეს ესტუმრა და მეტოქეს 2:1 სძლია. საბამ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის მე-16 წუთზე ბურთი კუთხურიდან ჩაახვია და ანგარიში გახსნა, ხოლო შეხვედრის 90-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ემილ რიისს საგოლე გადაცემა გაუკეთა და რანდერსს თამაში მოაგებინა.

რანდერსის მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. საბა ლობჟანიძის გუნდს მომდევნო მატჩი სუპერლიგაში ელის, სადაც ოლბორგს დაუპირისპირდება. ლობჟანიძის გუნდს 14 ქულა აქვს და დანიის ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები