Thumbnail
  • მაისაშვილმა, ლომიძემ და კვესელაძემ ურუგვაისთან მატჩზე ისაუბრეს
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის მე-2 მატჩს კვირას ჩაატარებს

საქართველოს და ურუგვაის მოახლოებული მატჩის წინ, გუნდებმა ტრადიციული პრესკონფერენციები გამართეს. ბორჯღალოსანთა მხრიდან ჟურნალისტთა წინაშე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და მორაგბეები ლაშა ლომიძე და გიორგი კვესელაძე წარსდგნენ, პრესკონფერენციის დეტალები კი საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურმა გაავრცელა.

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

📸 | ბორჯღალოსნების ვარჯიში კუმაგაიაში

როგორც ვიუწყებოდით, უელსთან მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეიცვალა. ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ რთული გრაფიკიდან გამომდინარე, ეს წინდაწინ დაგეგმილი ცვლილებები იყო: 

“რთული გრაფიკი გვაქვს. 10 დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს და მოთამაშეთა როტაცია აუცილებელია. ცვლილებები თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. რამდენიმე მორაგბემ უელსთან მატჩში მოედანზე დიდი დრო გაატარა და მათ დასვენების საშუალება მივეცით. განაცხადში 31 მოთამაშე გვყავს და ყველა მათგანი საკუთარ შანსს ელოდება.

ცვლილებების მიუხედავად, შემადგენლობაში გამოცდილი მორაგბეები მრავლად არიან, მაგალითად, გუნდის კაპიტანი ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა ლომიძე და კოტე მიქაუტაძე. ასეთი მოთამაშეები გვყავს სათადარიგო სკამზეც“.

უელსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავა და მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ამჯერად მოედანზე ყველა მორაგბე პირველივე წუთებიდან მობილიზებული გავა:

“მთელი კვირის განმავლობაში შეცდომების აღმოფხვრაზე ვმუშაობდით. უელსთან საწყის წუთებში კონცენტრაცია გვაკლდა და შეცდომები მრავლად დავუშვით. მათ გამოსასწორებლად ცოტა დრო იყო, თუმცა კარგი გარჩევა გვქონდა და მოთამაშეებმა ზუსტად იციან რა აქვთ გასაუმჯობესებელი“.

ურუგვაიმ 2019 წლის მსოფლიო თასზე ყველასთვის მოულოდნელად, ფიჯი 30:27 დაამარცხა. მას შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სულ ორი ცვლილება მოხდა – შეიცვალა მარჯვენა ბურჯი და შერკინების შემკვრელი:

“ურუგვაიმ გვაჩვენა, რომ არცერთ თამაშში დანებებას არ აპირებს და ყველა კომპონენტში ბოლომდე იბრძოლებს. პირველ შეხვედრაში სწორედ ასე მოხდა და ფიჯის მოედნის ყველა წერტილში ბრძოლა გაუჩაღა. ახლაც იგივეს მოლოდინში ვართ.

არ ვფიქრობ, რომ ურუგვაისთან ჩვენი ერთადერთი კოზირი შერკინება იქნება. ვეცდებით ყველა კომპონენტში დომინანტის როლში ვიყოთ, იქნება ეს შერკინება, მოლი თუ უკანა ხაზი. ურუგვაი ჩვენს მსგავსად მებრძოლი გუნდია და საინტერესო დაპირისპირებას ველი“.

'ვეცდებით, თამაში გავშალოთ'

გიორგი კვესელაძემ უელსის ნაკრების წინააღმდეგ ფრთაზე ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ის იმ სამ მორაგბეს შორისაა, რომელთაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს, ოღონდ ამჯერად თამაშს ცენტრში იწყებს:

“ვნახეთ ურუგვაისა და ფიჯის შეხვედრა, რომლის შედეგმაც ყველა გაგვაოცა. განვიხილეთ მათი თამაში და ვეცდებით, სუსტ წერტილებში შევუტიოთ. მეტოქე გუნდურად ძალიან კარგად თამაშობს და აუცილებელია, მაქსიმალურად აქტიურები და აგრესიულები ვიყოთ. ისინი დაცვაში მჭიდროდ დგანან და შევეცდებით, გაშლილი თამაში დავუპირისპიროთ“.

'მინდორზე დომინანტები უნდა ვიყოთ'

ლაშა ლომიძეს უელსის ნაკრების წინააღმდეგ არ უთამაშია და 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ის ამბობს, რომ გუნდი მოედანზე პირველივე წუთებიდან მობილიზებული გავა:

“ყველა ამბობს, რომ ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – ურუგვაიმ ფიჯი დაამარცხა და ეს უდიდესი მოულოდნელობა იყო. მომავალი თამაშის წინ, მეტოქემ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა.

დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მობილიზებულები ვართ და ვეცდებით, ყველა ის შეცდომა გამოვასწოროთ, რომლებიც პირველ თამაშში დავუშვით. ვიმედოვნებ, ამ მატჩში ერთადერთი გუნდი, რომელიც სიურპრიზებს შემოგვთავაზებს, საქართველოს ნაკრები იქნება. ვეცდებით, პირველივე წუთებიდან თამაშმა ჩვენი დომინირებით ჩაიაროს“.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-ურგვაული შერკინება 29 სექტემბერს, იაპონიის ქალაქ კუმაგაიაში გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები