Thumbnail

25 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია! ქართველმა გოლიათმა მორიგ წარმატებას ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიაღწია, სადაც დღეს შეჯიბრი მძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ.) ჩატარდა და ჩვენებურმა კონკურენტებს ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, 208, 215 და 220 კგ-იანი შტანგა დასძლია, თავისივე მიღწევა 2 კგ-ით გააუმჯობესა და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ლაშა ტალახაძე ატაცში მსოფლიოს ჩემპიონია!!! გილოცავთ

ლაშა ტალახაძე ატაცში მსოფლიოს ჩემპიონია!!! გილოცავთ ისევ რეკორდი და ისევ დიდი წარმატება - 220 კილოგრამი ატაცში <3

Posted by Silk Sport on პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019

ატაცი

208 კილოგრამი ✅
215 კილოგრამი ✅
220 კილოგრამი ✅

ლაშას მსოფლიოს რეკორდის გარეშე გამოსვლა არც აკვრაში დაუსრულებია, სადაც 247, 255 და 264 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა. შეგახსენებთ, რომ უწინდელი მიღწევა (260 კგ.) ასევე ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია - მორიგი რეკორდი

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია - მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაუჯერებელი, ფანტასტიკური და ფენომენალური შედეგი გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას - 264 კილოგრამი!!!

Posted by Silk Sport on პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019

აკვრა

247 კილოგრამი ✅
255 კილოგრამი ✅
264 კილოგრამი ✅

ტალახაძემ მსოფლიოს მე-3 რეკორდი ორჭიდის ჯამში დაამყარა, სადაც 484 კგ. მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ სომეხ გორ მინასიანს (460) 24 კგ-ით აჯობა, ბრინჯაოს მედალი კი  კიდევ ერთმა სომეხმა რუბენ ალეკსანიანმა (437 კგ.) მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ტალახაძის ფენომენალური სვლა სტარტს 2015 წლიდან იღებს, როდესაც მან მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად მოიგო, მას შემდეგ კი, ლაშამ პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ტიტული კიდევ 3-ჯერ (2017, 2018, 2019) დაისაკუთრა, 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც გაჩემპიონდა, ევროპის პირველობა კი 4-ჯერ (2016, 2017, 2018, 2019) აქვს მოგებული.

ლაშა ტალახაძის დაჯილდოება მსოფლიოს ჩემპიონატზე

ლაშა ტალახაძის დაჯილდოება მსოფლიოს ჩემპიონატზე სასიამოვნოა, როცა ძალოსნობაში ყველა ტურნირი საქართველოს ჰიმნით იხურება. გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას

Posted by Silk Sport on პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები