Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა 3 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა
  • დღეს, ესპანეთის ჩემპიონატში შენგელიას ბასკონია ჩაებმება

25 წლის ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ გრან კანარიას მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდმა სარაგოსას უმასპინძლა და 73:79 წააგო, ბექა კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18:10 წუთში 3 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ბურჯანაძემ 3 ორქულიანი ააცილა, 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცნობისთვის, ამერიკელი ჯონ შურნა, რომელიც ქართველის უმთავრესი კონკურენტია და ამჯერად, სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, 21:49 წუთი უქულოდ გაისარჯა.

გრან კანარია მე-2 ტურის მატჩს 29 სექტემბერს, სტუმრად, ესტუდიანტესთან ჩაატარებს, რომელსაც დღეს თორნიკე შენგელიას ბასკონია უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები