Thumbnail

ოპერაცია გერმანიაში - ნიკა კვეკვესკირი ნაკრებს ვერც ოქტომბერში დაეხმარება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კოსტანაის ტობოლის 27 წლის ნახევარმცველს საზარდულზე ოპერაცია გაუკეთეს
  • ფეხბურთელს რეაბილიტაციისთვის დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება
  • კვეკვესკირი საქართველოს ნაკრებს ვერც ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ნიკა კვეკვესკირს გერმანულ კლინიკაში საზარდულის რგოლზე ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ვარაუდით, ყაზახური ტობოლის 27 წლის ფეხბურთელს რეაბილიტაციისთვის თვენახევარი დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიკა ვლადიმირ ვაისის გუნდს, მინიმუმ, მომავალ ორ შეხვედრაში ვეღარ დაეხმარება. 
  
ოპერაციის შესახებ კოსტანაის ტობოლის ოფიციალური საიტი იუწყება, რომლის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი რეაბილიტაციის პროცესს სერბეთში გაივლის.

Квеквескири успешно прооперирован в Мюнхене Футболист костанайского клуба перенес операцию на паховые кольца. По...

Posted by FC «Tobol» on ხუთშაბათი, 26 სექტემბერი, 2019

ნიკა კვეკვესკირმა ამ სეზონში საკლუბო დონეზე 22 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი. ბოლოს ნახევარმცველმა ივლისის ბოლოს, ყაზახეთის ჩემპიონატის მატჩში ითამაშა, ქაისარის წინააღმდეგ და მას შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, მოედანზე გასვლას ვერ ახერხებდა. შესაბამისად, ნიკა ვერც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარა სექტემბრის მატჩებში.

27 წლის ფეხბურთელი ყაზახურ გუნდში, სადაც ჯაბა კანკავასთან ერთად გამოდის, 2017 წლიდან იცავს. მანამდე კვეკვესკირი აზერბაიჯანულ გაბალასა და კეშლიაში გამოდიოდა, სამშობლოში კი თბილისის დინამოში, ცხინვალსა და გორის დილაში თამაშობდა. ნიკას ეროვნულ გუნდში 23 მატჩი აქვს ჩატარებული. 

საქართველოს ნაკრებს ოქტომბერში ორი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. ვაისის გუნდი ევრო 2020-ის შესარჩევში 12 ოქტომბერს ირლანდიას უმასპინძლებს, 15-ში კი გიბრალტარს ესტუმრება.  

კომენტარები

ბოლო ამბები