Thumbnail

'მომავალში ტოჩინოშინს სასწაულის იმედი უნდა ჰქონდეს' - NHK WORLD-მა ბაშო შეაჯამა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბაშოს იაპონური შეჯამება და ქართველი სუმოისტის სამომავლო შანსები
  • ნოემბერში ტოჩინოშინს მეორე შანსი მიეცემა

იაპონური ტელეკომპანია NHK-ს ინგლისურენოვანმა ონლაინ გამოცემა NHK WORLD-მა შემოდგომის ბაშო მოზრდილი სტატიით შეაჯამა. 

მიტაკეუმის თასი ერთ-ერთი პირველმა ტოჩინოშინმა მიულოცა

"მიუხედავად იმისა, რომ 8 სექტემბერს "კოკუგიკანში" დაწყებულმა შემოდგომის ბაშომ დიდი ვარსკვლავები მოისაკლისა, 15-დღიან ტურნირს მაყურებელი არ გაუწბილებია - სანახაობა დიდი დოზით იყო", - წერს NHK WORLD.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბაშოზე იმპერატორის თასი სეკივაკე მიტაკეუმიმ მოიგო, მან ბაშო 12-3 ბალანსით დაასრულა და საჩემპიონო ბრძოლაში ტაკაკეიშო დაამარცხა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კი ვერ შეწვდა მიზანს - მან ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა და 28 ოქტომბრიდან ოძეკის რანგს დაკარგავს. 

მთელი შეჯამების გაცნობა მითითებულ მისამართზე შეგიძლიათ, აქ კი მხოლოდ ტოჩინოშინთან დაკავშირებულ მონაკვეთს შემოგთავაზებთ:

"სამი ოძეკიდან ტოჩინოშინია ის, რომელიც ბაშოს ცუდი განწყობით ტოვებს. ქართველს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად 8 მოგება ესაჭიროებოდა, მან კი მხოლოდ 6 ორთაბრძოლა მოიგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას დააქვეითებენ და ნოემბრის ბაშოზე სეკივაკეს რანგში აჭიდავებენ. უნდა ითქვას, რომ მას კიდევ ერთი შანსი მიეცემა, დაიბრუნოს ოძეკის ტიტული - თუ ფუკუოკაში 10 მოგებას მიითვლის, როგორც ეს ამ ბაშოზე ტაკაკეიშომ მოახერხა, ჩემპიონის რანგს დაიბრუნებს. ვნახოთ, ყველანი ვნახავთ, შეუძლია თუ არა მას ამის გაკეთება".

"შეძლებს ტოჩინოშინი ნოემბერში 10 გამარჯვების დაგროვებას? თუკი ის ნოემბერში ამას ვერ გააკეთებს, ტიტულის დასაბრუნებლად რთული გზის გავლა მოუწევს. აი, ამ შემთხვევაში კი მას უბრალოდ საოცრების იმედი უნდა ჰქონდეს". 

კომენტარები

ბოლო ამბები