Thumbnail

'მინდა დერბიში გოლი გავიტანო, თამაში კი უნდა მოვიგოთ' - ედენ აზარი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 28 სექტემბერს მადრიდული დერბია: ატლეტოკო რეალს უმასპინძლებს
  • აზარი დედაქალაქური დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ემზადება

გასულ ზაფხულს, მადრიდის რეალის მთავარი შენაძენი ედერ აზარი იყო და 28 წლის ბელგიელ შემტევზე სამეფო გუნდში დიდი იმედები მყარდება. რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს, თუმცა ზინედინ ზიდანის გუნდის თამაში კითხვის ნიშნებს ტოვებს. 28 სექტემბერს მადრიდული დერბია და სწორედ ამ თემაზე ისაუბრა აზარმა ესპანურ მედიასთან…

“მადრიდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. აქ ყველაფერი სხვაგვარად არის და წნეხიც მეტია, თუმცა ეს სიამოვნებას მანიჭებს. წინ მადრიდული დერბია და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს გულშემატკივრებისთვის. მინდა საუკეთესო თამაში ვაჩვენო, გოლი გავიტანო და ქომაგები გავახარო. როდესაც ერთი ქალაქის გუნდები თამაშობენ, ვითარება უკიდურესად იძაბება და ეს მუხტი უკვე იგრძნობა. რეალი ფანტასტიკური გუნდია და მინდა მიმდინარე სეზონში ტიტულები მოვიგო”. - განაცხადა ედენ აზარმა.

კომენტარები

ბოლო ამბები