Thumbnail

ძიუდოისტ გოგონას ტატამზე ტელეფონი დაუვარდა და ბრძოლიდან მოხსნეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ალმათიში კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება
  • გოგონათა შეხვედრის დროს კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა

ალმათიში კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. გოგონათა 52-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა - ყაზახ აიანა სატკინალიევას ტაჯიკ ახლია მუმინოვასთან დაპირისპირების დროს მობილური ტელეფონი კიმანოდან ამოუვარდა, რის გამოც ბრძოლიდან მოხსნეს. ამ შემთხვევის გამო, შეხვედრა 30 წამში დასრულდა.

ყაზახ გოგონას ჭიდაობის დროს კიმანოდან ტელეფონი ამოუვარდა

ყაზახ გოგონას ჭიდაობის დროს კიმანოდან ტელეფონი ამოუვარდა

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 26 სექტემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი ანრი ეგუტიძესაც დაემართა. პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველსაც წაგება ჩაუთვალეს. ანრი მაშინ სოციალურ ქსელში ბევრმა გააკრიტიკა, პორტუგალიის ძიუდოს ფედერაციამ კი ეგუტიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და საკუთარ გვერდზე ვიდეო შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: ''ეს ჩვენი ანრია.

კომენტარები

ბოლო ამბები