Thumbnail

'სამარცხვინო ჯარიმა' - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბარსა 300 ევროთი დასაჯა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის კომიტეტმა ბარსა გაამტყუნა და 'დასაჯა'
  • ტრანსფერი 120 მილიონი ევრო დაჯდა, ჯარიმა კი 300 ევროა

ანტუან გრიზმანის არასწორი ტრანსფერისთვის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის ჩემპიონი ბარსელონა სასაცილო თანხით - 300 ევროთი - დააჯარიმა. 

ახალი სეზონის წინ "ბლაუგრანამ" მადრიდის ატლეტიკოდან ფრანგი ვარსკვლავი 120 მილიონი ევროს საფასურად გადაიბირა. ატლეტიკომ ბარსას ხელმძღვანელებს ტრანსფერის არასწორ განხორციელებაში დასდო ბრალი.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საჩივარი განიხილა და დაადგინა, რომ კატალონიურმა გრანდმა კლუბის გვერდის ავლით ფეხბურთელთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც იგი "როხიბლანკოსთან" კონტრაქტით იყო დაკავშირებული. საჩივრის განხილვის შედეგად კატალონიელებს ფულადი ჯარიმის სახით 300 ევროს გადახდა დაეკისრათ. 

"სამარცხვინო ჯარიმა" - ასე მონათლეს სპორტის ექსპერტებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება "მარკაში". 

კომენტარები

ბოლო ამბები