Thumbnail

27 ნომრით მოთამაშე NBA-ს საუკეთესო კალათბურთელები - ზაზა ფაჩულიაც ახსენეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 27 ნომრით მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელების ნომინაცია
  • ზაზა ფაჩულია გამოარჩიეს და ძველი ცოდვებიც გაუხსენეს

Yahoo Sports NBA-ს სეზონის წინ მკითხველებს რუბრიკას სთავაზობს - რამდენი დღეც რჩება სეზონის დაწყებამდე, იმ ნომრით მოთამაშე საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. 

NBA-ს 2019/20 წლების სეზონი 22 ოქტომბერს იწყება, გუშინ Yahoo Sports-მა ასოციის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელი გამოავლინა, ვისაც 27 ნომრით უთამაშია. 

წაიკითხე | ზაზა ფაჩულიას საოცარი კარიერა! ყველაფერი, რაც 16 წელი მოედანზე ხდებოდა

გამარჯვებული

ჯეკ ტვაიმენი - გამოცემამ საუკეთესოდ ჯეკ ტვაიმენი დაასახელა. ცინცინატი როიალსის მოთამაშე, რომელიც 6-ჯერ შეიყვანეს ოლ სტარში. 1959/60 წლების სეზონში ტვაიმენი საშუალოდ 31 ქულას აგდებდა თამაშში. იმ სეზონში ამდენს მხოლოდ უილტ ჩემბერლენი აგდებდა.

კანდიდატები

ჯო კოლდველი - 4-ჯერ დაასახელეს ოლ სტარში. 1964 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ჯონ ჯონსონი - 2-გზის ოლ სტარი, 1979 წელს სიეტლთან ერთად ჩემპიონი გახდა.

კოლდველ ჯონსი - 1975 წელს ოლ სტარში მოხვდა, კარიერის მეორე ნახევარში სწორედ 27 ნომრით თამაშობდა.

ამჟამად საუკეთესო

რუდი გობერი - ბოლო ორი სეზონია ფრანგი საუკეთესო დამცველია ასოციაციაში. იუტაში მას 27 ნომრიანი მაისურა ეცვა, რადგან 2013 წლის დრაფტზე 27-ე ნომრად აირჩიეს.

სხვები

მარვინ ბარნსი, კეი სი ჯონსი, კენი სეილორსი, ბობ ვერგა

მოთამაშეები, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ, თუმცა მოხსენიებას იმსახურებენ:

ჯორდან კროუფორდი, ზაზა ფაჩულია, კევინ სტეიკომი

როგორც ხედავთ, ქართველი კალათბურთელი, რომელმაც 16-სეზონიანი NBA-ს კარიერა ახლახან დაასრულა და გოლდენ სტეიტში დაიწყო მუშაობა, კანდიდატთა შორის ახსენეს. 

"ზაზა ფაჩულია - NBA-ს ორგზის ჩემპიონი, რომელის სამუდამოდ წავიდა ლიგიდან", წერს Yahoo Sports და ლინკს უთითებს, სადაც ყველა ის ეპიზოდია ასახული, რის გამოც ზაზას ბევრი ასოციაციის ყველაზე ბინძურად მოთამაშე კალათბურთელს ეძახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები