Thumbnail
  • ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირი დილის სესიაშივე დაასრულეს
  • ხვალ ბრძოლაში საქართველოს ნაკრების კიდევ 2 წევრი ჩაებმება

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრების 3 წევრი ვიხილეთ, თუმცა, მედლის მოპოვების შანსი უკვე ყველამ დაკარგა.

დავით ბახბახაშვილი

კვარცხლბეკთან ყველაზე ახლოს დავით ბახბახაშვილი იყო, რომელიც 60 კგ-მდე წონითი კატეგორიის შეჯიბრში მე-2 წრიდან ჩაერთო და რუს რიზვან მაგომადოვთან 8-წუთიანი ორთაბრძოლის თავზე იმარჯვა.

ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში გერმანელ ნიკოლას კუნცეს იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი, ყირგიზ ჩინგიზხან საგინალიევთან კონტრილეთზე მოჰყვა და ვაზარიზე დაეცა, რასაც მეტოქემ შებოჭვაც მიაყოლა.

ამგვარად, ბახბახაშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ყაზახ მარლენ ადლისთან “გოლდენ სქორში” ვაზარით წააგო და შეჯიბრს გამოეთიშა.

სამწუხაროდ, უფრო ადრე დაასრულა ტურნირი დათო დვალიშვილმა (66 კგ.), რომელმაც მე-2 რაუნდში გერმანელ კევინ აბელტშაეურს იპონით აჯობა, მერვედფინალში კი წონის უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ რუს აბრეკ ნაგუშევთან ასევე იპონით დამარცხდა.

გოგონათა ტურნირში დიანა ფილკინა-გაგოშიძემ (48 კგ.) ამერიკელ ეველინ დიეპთან იპონით იმარჯვა, უზბეკ ელიზა ბახოდიროვასთან კი, თითქმის 8-წუთიანი შერკინების თავზე იპონითვე წააგო.

ხვალ, მსოფლიოს პირველობაზე კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. ესენი გიორგი ტერაშვილი (73 კგ.), აკაკი ჯაფარიძე (81 კგ.) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები