Thumbnail
  • საქართველოს თასზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია
  • საგარეჯოს გარეჯი - გუნდი ლიგა 4-დან, რომელიც ნახევარფინალში ითამაშებს

საქართველოს თასზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. საბურთალო თბილისის მერანს შეხვდა და მეტოქეს დამატებით დროში გაგი მარგველაშვილის მიერ გატანილი გოლით 1:0 მოუგო.

Merani Tb 0-1 Saburtalo | Highlights

🏆 მერანი თბ 0-1 საბურთალო | მატჩის გამორჩეული მომენტები 🎥 🎯⚽ გაგი მარგველაშვილი 105+1' 🛑 გაძევება: გიორგი დათუნაიშვილი 117', ლევან კაკუბავა 120'

Posted by FC Saburtalo on სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2019

კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა დამატებით დროში მოიგო. ლოკომოტივმა მარტვილის მერანს 2:1 სძლია. რევაზ ინჯგიამ 23-ე წუთზე ლოკომოტივი დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 97-ე წუთზე მოახერხეს.

ლოკომოტივს 110-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მოაგებინა და გუნდი თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

მერანი მარტვილი 1:2 ლოკომოტივი / თასის 1/4 ფინალი

#საქართველოსთასი რეზი ინჯგიასა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გოლებით, "ლოკომოტივმა" მარტვილში "მერანი" დაამარცხა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გავიდა! #Loco #GoLocoGo #FCL #Georgiancup

Posted by FC Locomotive Tbilisi on სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2019

საგარეჯოს გარეჯმა თბილისი სიტი 2:1 დაამარცხა და პირველი მე-4 ლიგელი კლუბი გახდა, რომელმაც თასის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

ქუთაისის ტორპედოც თასის ნახევარფინალშია. ტორპედომ რუსთავთან ძირითად დროში 0:0 ითამაშა, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერიაში ქუთაისელებმა 4:2 მოიგეს. როინ კვასხვაძემ პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გაიტანა კიდევაც.

როინ კვასხვაძემ თერთმეტრიანი მოიგერია და გატანაც შეძლო

როინ კვასხვაძემ თერთმეტრიანი მოიგერია და გატანაც შეძლო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები