Thumbnail
  • ფიჯის ნაკრებმა ურუგვაისთან მარცხით რეიტინგში 4 ქულა დაკარგა
  • ''ბორჯღალოსნებს'' მე-11 ადგილზე დასარჩენად ურუგვაისთან მოგება სჭირდებათ

ურუგვაისა და ფიჯის ნაკრებებმა მსოფლიო თასზე მე-2 ტურის შეხვედრა ჩაატარეს, რომელიც ფიჯის მარცხით, 27:30 დასრულდა. ამით სამხრეთამერიკელებმა რეიტინგში 4 ქულა მოემატათ და მე-19 ადგილიდან მე-17 პოზიციაზე აღზევდნენ.

თავის მხრივ, ფიჯელებმაც 4 ქულა დაკარგეს, 2 პოზიციით დაქვეითდნენ და ახლა, მე-12 ადგილზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინა ათეულში შევიდა, ხოლო საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მე-11 ადგილზე გადავიდა. ბორჯღალოსნებისთვის ეს ისტორიული პოზიციაა, რომელიც მხოლოდ 2016 წელს ეკავათ.

თუ 29 სექტემბერს საქართველო ურუგვაის მოუგებს, ''ბორჯღალოსნები'' მომდევნო კვირას მე-11 ადგილზე ოფიციალურად გადავლენ. ამას გარდა, თუკი შაბათს არგენტინამ ტონგასთან ფრედ ითამაშა ანაც წააგო, საქართველოს ნაკრები მისთვის ისტორიულ მე-10 ადგილზე დამკვიდრდება.

1. ახალი ზელანდია - 90.98; 2. ირლანდია - 89.93; 3. ინგლისი - 88.13; 4. უელსი - 87.32; 5. სამხრეთ აფრიკა - 85.75; 6. ავსტრალია - 85.07; 7. საფრანგეთი - 81.04; 8. შოტლანდია - 80.54; 9. იაპონია - 76.70; 10. არგენტინა - 74.97; 11. საქართველო - 73.29; 12. ფიჯი - 72.42; 13. აშშ - 72.18; 14. იტალია - 72.04; 15. ტონგა - 71.04; 16. სამოა - 70.80; 17. ურუგვაი - 69.18; 18. ესპანეთი - 68.15; 19. რუმინეთი - 66.69; 20. რუსეთი - 63.09.

კომენტარები

ბოლო ამბები