Thumbnail

არაბიძის პირველი გოლი თურქეთში - ქართველმა თასზე გაიტანა

  • ადანასპორი 3:1 ფეთიესპორი
  • ქართველმა ფეხბურთელმა თურქეთში პირველი გოლი გაიტანა

გიორგი არაბიძის ადანასპორმა თურქეთის თასის 1/64-ფინალში ფეთიესპორს უმასპინძლა და მეტოქე დამატებით დროში 3:1 დაამარცხა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, მასპინძლებმა მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლეს.

საბოლოოდ, ადანასპორმა მაინც მოიგო. 92-ე წუთზე ეზემ გამოიჩინა თავი, ხოლო 118-ე წუთზე გიორგი არაბიძემ შეძლო თავის გამოჩენა და თურქეთში პირველი გოლი გაიტანა. ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება არაბიძის გუნდი 1/32 ფინალში.

თურქეთის პირველ ლიგაში ადანასპორი 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში ალტაის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები