Thumbnail

გასაუბრება 6 ერისთვის ჩავაგდეთ? - რას წერს მედია საქართველოს ნაკრების თამაშზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო-უელსის გამოხმაურება უცხოურ მედიაში
  • შერკინება, გორგოძე, აბჟანდაძე... ვინ გამოარჩია მედიამ 'ბორჯღალოსანთა' რიგებში

23 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველი მატჩი 14:43 დათმო უელსის გუნდთან. გთავაზობთ "ბორჯღალოსანთა" თამაშის გამოხმაურებას უცხოურ მედიაში:

The Guardian

სტატიაში "უელსმა პირველი ტაიმის ბლიცით მოუგო საქართველოს რაგბიში": "ქართველები აქცენტების გაკეთებას შერკინებაში ბრძოლასა და მოლებზე აპირებდნენ, მაგრამ მალევე აღმოაჩინეს, რომ ბურთი მალე მიდიოდა უელსელთა შუახაზში. ქართველები ტემპის დაგდებას ცდილობდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ უნდა შეეტიათ. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში თანაბრად ითამაშეს მეტოქესთან, რომელიც ამ დროს უკვე ავსტრალიასთან და ფიჯისთან დაპირისპირებაზე ფიქრობდა". 

CNN International

"საქართველო, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში, მე-12 ადგილზეა, მატჩის დასაწყისში თითქმის ვერ ეხებოდა ბურთს. თუმცა, საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში სახეშეცვლილი გამოვიდა და იბრძოლა. ახლა უელსს უფრო რთული თამაშები ელის მსოფლიოს თასზე".

New Zealand Herald

"დადებითი, რაც საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩში შექმნა - მეორე ტაიმში უელსს არ მისცა უფრო მეტად წინსვლის საშუალება და 14:14 დაასრულა ის. ქართველთა შერკინება მართლაც კარგი იყო და მთელი თამაშის განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა უელსის ნაკრებს. ახალგაზრდა თედო აბჟანდაძე მომავლის მორაგბეა. მამუკა გორგოძემაც ისე ითამაშა, როგორც სჩვევია".

მეტი ამ თემაზე:

BBC Sport

"უელსმა კონტრასტული თამაში აჩვენა ტაიმებში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. მატჩის დასაწყისში საქართველო უბრალოდ ვერ აყვა უელსს ტემპში. შემდეგ მილტონ ჰეიგის გუნდის შერკინება გააქტიურდა, თუმცა უელსელებმა თავი კარგად დაიცვეს. საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში ათამაშდა და ტრადიციულ სტილში გაიტანა ლელოები. აღსანიშნავია, რომ უელსმა ქულაც კი ვერ აიღო იმ პერიოდში, როცა რიცხობრივ უპირატესობაში იყო". 

Irish Times

"უელსმა კომფორტულად იმარჯვა უშიშარ ქართულ გუნდთან. მათმა შერკინებამ კუნთები აათამაშა და პრობლემებიც შეუქმნა მეტოქეს. ნაკრებში დაბრუნებულმა "გორგოძილამ" ქართულ გუნდს გამოცდილება შემატა, ხოლო 20 წლის თედო აბჟანდაძემ გვანახა, რომ მის კარიერაზე დაკვირვება ღირს".

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

საქართველო 14:43 უელსი

Express.co.uk

"მეორე ტაიმში უელსი ქართველების ფონზე მხნედ არ გამოიყურებოდა და ეს ბადებს კითხვებს. ქართველებს ეიმედებათ, რომ მსოფლიოს თასს გამოიყენებენ, როგორც გასაუბრებას 6 ერში მისაღებად, მაგრამ მათმა ნაკრებმა მხოლოდ მცირედით აჩვენა, რომ საამისოდ მზად არის".

Rugby World Cup 2019

"საქართველომ პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მეორეში კი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა".

THE SUN

"საქართველომ მეორე ტაიმში გამოიღვიძა და მათმა ფორვარდებმა ფხა გამოიჩინეს". 

DAILY MAIL

"მეორე ტაიმის 14:14 საქართველოს ნაკრების ნახევარმცველების კარგი თამაშისა და მათი შერკინების დამსახურებაა, მაგრამ მათი მიწოლა საკმარისი არ აღმოჩნდა". 

walesonline.co.uk

"უელსის შერკინებამ პირველ ტაიმში პროგრესის ნიშნები გამოავლინა. თუმცა მეორეში ცვლილებაზე შემოსულ ქართველ მორკინალებთან აშკარად დამარცხდა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უელსის შერკინება სულ უფრო სუსტი იყო ქართველების ფონზე". 

კომენტარები

ბოლო ამბები