Thumbnail

ძალოსნობა | ანტონ პლესნოიმ ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს ძალოსნობის ნაკრების აქტივში კიდევ ორი მედალია, დღის გმირი კი ანტონ პლესნოია. შეჯიბრი ჯერ ატაცში გაიმართა, სადაც ანტონმა სამივე მისვლა გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა!

პლესნოიმ აკვრაშიც სამივე მისვლა გამოიყენა: ჯერ 203 კილოგრამი დაძლია, შემდეგ 209 კილო ასწია და ბოლოს, 213 კილოგრამსაც მოერია. მართალია, ანტონი აკვრაში მედალს ვერ შეწვდა, მაგრამ ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამრიგად, ქართული გუნდის აქტივში უკვე ოთხი მედალია: ორი ოქრო და ორი ბრინჯაო!

ატაცი

172 კილოგრამი ✅
177 კილოგრამი ✅
181 კილოგრამი ✅

აკვრა

203 კილოგრამი ✅
209 კილოგრამი ✅
213 კილოგრამი ✅

ანტონ პლესნოიმ 213 კილოგრამი აკრა და ბრინჯაო მოიპოვა

ანტონ პლესნოიმ 213 კილოგრამი აკრა და ბრინჯაო მოიპოვა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები