Thumbnail

ძალოსნობა | ანტონ პლესნოი ატაცში მსოფლიოს ჩემპიონია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ტაილანდში ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების ერთი წევრი, ანტონ პლესნოი გავიდა. ჯერ ატაცში გაიმართა შეჯიბრი და ანტონმა ოქროს მედალი მოიპოვა!

ქართველმა ძალოსანმა სამივე მისვლა გამოიყენა: ჯერ 172 კილოგრამი ასწია, შემდეგ 177 დაძლია და ბოლოს, 181 კილოგრამი აიტაცა. ანტონ პლესნოი ატაცში მსოფლიოს ჩემპიონია! საქართველოს ნაკრებისთვის ეს მესამე მედალია: პლესნოიმდე, ატაცში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ დავითაძე გახდა, ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაო მოიპოვა. 

ატაცი

172 კილოგრამი ✅
177 კილოგრამი ✅
181 კილოგრამი ✅

ანტონ პლესნოი მსოფლიოს ჩემპიონია - მან 181 კილოგრამი აიტაცა

ანტონ პლესნოი მსოფლიოს ჩემპიონია - მან 181 კილოგრამი აიტაცა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები