Thumbnail
  • ვილიანს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება
  • ბრაზილიელის ტურინში ხილვა მაურიციო სარის სურს

წლების მანძილზე, ტურინის იუვენტუსი კარგ ფეხბურთელებს უფასოდ იმატებდა. ანდრეა პირლო, აარონ რემზი, სამირ ხედირა, ადრიენ რაბიო - ეს იმ ფეხბურთელების მოკლე სიაა, რომლებსაც იტალიის ჩემპიონი თავისუფალი აგენტის სტატუსით იმატებდა.

წაიკითხეპირლო, კანავარო, პოგბა, ახლა რაბიო და რემზი! იუვე უფასო ტრანსფერებში საუკეთესოა

პრესაში გავრცელებული ინფომრაციით, ტურინელთა ახალი სამიზნე ვილიანია. 31 წლის ფეხბურთელს ლონდონის ჩელსისთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. ბრაზილიელს იანვრიდან შეეძლება აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა კლუბებთან და მათთან წინასწარი კონტრაქტი დადოს. 

ვილიანის ტურინში ხილვა ჩელსის ყოფილ და ამჟამად იუვეს მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის სურს. თავის მხრივ, სამხრეთამერიკელის შენარჩუნება უნდა ინგლისურ კლუბსაც. ‘არისტოკრატები’ ვილიანს ახალ, 2-წლიან კონტრაქტს უმზადებენ. ბრაზილიელის შენარჩუნების სურვილი გამოხატა ლონდონური კლუბის თავკაცმა ფრენკ ლამპარდმაც.

ტურინულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელით მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდებოდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს წასვლასთან ერთად, ფეხბურთელის 'ოლდ ტრაფორდზე' თამაშიც გამოირიცხა.

ვილიანი ჩელსიში 6 წელია ირიცხება. მან ამ დროის განმავლობაში კლუბთან ერთად 5 ტიტულის მოპოვება შეძლო. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები